შაქარაშვილის მკვლელობაში ხუთივე ბრალდებული დამნაშავეა – საქმის პროკურორი

© photo : Shakarashvili Anni / FBგიორგი შაქარაშვილი
გიორგი შაქარაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბრალდების მხარე აცხადებს, რომ ხელთ აქვს დამაჯერებელი მტკიცებულებები იმისა, რომ 19 წლის ფეხბურთელი კონკრეტულმა პირებმა მოკლეს.

თბილისი, 15 ოქტომბერი – Sputnik. 19 წლის გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებული ხუთივე პირი დამნაშავეა, სწორედ მათ გადააგდეს ნაცემი შაქარაშვილი მდინარეში, განაცხადა საქმის პროკურორმა დავით ყაზარაშვილმა. 

მცხეთის რაიონული სასამართლოს ეზო - Sputnik საქართველო
შაქარაშვილის საქმეში თავისუფლების უკანონო აღკვეთის ეპიზოდს ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ

მან კომენტარი გააკეთა დაცვის მხარის განცხადებაზე, რომლის თანახმად, პროკურატურას არ გააჩნია პირდაპირი მტკიცებულებები იმისა, თუ როგორ ჩააგდეს გიორგი შაქარაშვილი წყალში, ან საერთოდ ჩააგდეს თუ არა.

„რაც შეეხება ადვოკატების კომენტარებს, გამიკვირდებოდა, რომ ეთქვათ, ბრალდების მხარის შესავალი სიტყვა გაჯერებული იყო მტკიცებულებებითო. რა თქმა უნდა, მათ თქვეს, რომ არ იყო მტკიცებულებები, რომ ბრალდების მხარეს ინფორმაცია არ აქვს და ა.შ. მათ სხვა გზა არ აქვთ, რომ არ ილაპარაკონ ასეთი აბსურდი. სასამართლომ ჩვენი შესავალი სიტყვა მოისმინა და ყველა წარმოდგენილ მტკიცებულებაზე იმსჯელა“, – განაცხადა პროკურორმა.

მკვლელობის პირდაპირი მტკიცებულებების ჭრილში პროკურორმა მოწმეების გურამ (გური) ამირხანაშვილისა და ვახტანგ ახვლედიანის ჩვენებები მოიყვანა.

„როდესაც გურამ ამირხანაშვილი თბილისში წაიყვანეს, გზაში შაქარაშვილის შესახებ საუბრობდნენ. ბრალდებულებს აინტერესებდათ, მან ცურვაც ისევე კარგად იცოდა, როგორც სირბილი თუ არა“, – განაცხადა ყაზარაშვილმა. 

მცხეთის სასამართლო – შაქარაშვილის მკვლელობის საქმე - Sputnik საქართველო
შაქარაშვილის მკვლელობის საქმე: გაფორმდება თუ არა საპროცესო შეთანხმება

პროკურორმა ასევე გაიხსენა სამედიცინო ექსპერტიზის პასუხები, რომლის თანახმად, ნაცემი შაქარაშვილი ცოცხალი იყო, როცა მდინარეში გადააგდეს და სიკვდილი ასფიქსიის შედეგად დადგა – იგი დაიხრჩო.

19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებულია ხუთი პირი – არჩილ გაგნიძე, ვახტანგ ჩიქოვანი, ნიკოლოზ რევაზიშვილი და ასევე არასრულწლოვნები ა.კ. და ზ.ხ.

გიორგი შაქარაშვილის ცხედარი ოთხდღიანი ძებნის შემდეგ 22 ივნისს მდინარე არაგვში იპოვეს. ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ის წყალში დაიხრჩო, თუმცა ცხედარზე სიცოცხლეში მიყენებული უამრავი დაზიანება იყო. გამოძიების ვერსიით, ბრალდებულებმა შაქარაშვილი ჯერ სცემეს, შემდეგ კი მდინარეში გადააგდეს.

რეზონანსულ საქმეზე სულ 17 პირია დაკავებული, მათ შორის ექვსი არასრულწლოვანია. ნაწილს ბრალად ედება ჯგუფური ძალადობა, ნაწილს კი განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში.

საქმეს მცხეთის რაიონული სასამართლო იხილავს.

ყველა ახალი ამბავი
0