შაქარაშვილის საქმეში თავისუფლების უკანონო აღკვეთის ეპიზოდს ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ

© Sputnik / STRINGERმცხეთის რაიონული სასამართლოს ეზო
მცხეთის რაიონული სასამართლოს ეზო - Sputnik საქართველო
გამოწერა
შაქარაშვილის საქმეზე სულ 17 პირია დაკავებული. აქედან ხუთს მკვლელობა ედება ბრალად, ხოლო დანარჩენებს – ჯგუფური ძალადობა.

თბილისი, 9 ოქტომბერი – Sputnik. გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული 11 სრულწლოვანი პირის სასამართლო პროცესი დღეს განახლდება, პროცესზე მოსამართლე მხარეებს საქმის ნაფიცი მსაჯულებისთვის გადაცემას შესთავაზებს, იუწყება Rustavi 2. 

მცხეთის სასამართლო - Sputnik საქართველო
პროკურორი: მოწმეთა ჩვენებებით დასტურდება, რომ შაქარაშვილი ნამდვილად მოკლეს

შაქარაშვილის საქმეს სასამართლო სამ ნაწილად იხილავს: მკვლელობამდე ჩხუბის ეპიზოდები არასრულწლოვნების მონაწილეობით, ჩხუბის ეპიზოდები სრულწლოვნების მონაწილეობით და უშუალოდ მკვლელობის ფაქტი. შაქარაშვილის საქმეზე სულ 17 პირია დაკავებული. აქედან ხუთს მკვლელობა ედება ბრალად, ხოლო დანარჩენებს – ჯგუფური ძალადობა. პროცესების ნაწილი დახურულ რეჟიმში იმართება, რადგან დაკავებულებს შორის არასრულწლოვნებიც არიან.

იმ სამი ეპიზოდიდან, რომელსაც გიორგი შაქარაშვილის საქმეზე სასამართლო განიხილავს, დღევანდელი განხილვა ერთადერთია, რომელიც მასმედიისთვის საჯაროა. 11 სრულწლოვან პირს ბრალად ედება ძალადობა.

გავრცელებული ინფორმაციით, ნაფიცი მსაჯულები  გიორგი შაქარაშვილის საქმეში თავისუფლების უკანონო აღკვეთის ეპიზოდს განიხილავენ. 

ნაფიცი მსაჯულების არჩევის პროცესს გიორგი შაქარაშვილის ოჯახის ადვოკატი აფასებს. მირიან ნიკოლაძის თქმით, ნაფიც მსაჯულთა შერჩევა არის დროის გაწელვა და სასამართლოს დაყენება გარკვეული პრობლემების წინაშე.

„ოჯახი მიიჩნევს, რომ ვისაც ბრალი ედება განზრახ მკვლელობაში, სწორედ ისინი არიან ამ დანაშაულის ჩამდენი. ვფიქრობ, ნაფიც მსაჯულთა ამორჩევა – ეს არის დროის გაწელვა და სასამართლოს დაყენება გარკვეული პრობლემების წინაშე იმ თვალსაზრისით, რომ საპატიმრო ვადები ამოიწუროს", – განაცხადა მირიან ნიკოლაძემ. 

მცხეთის რაიონულ სასამართლოში შაქარაშვილის მკვლელობის საქმის არსებითი განხილვა გუშინ დაიწყო – მხარეები სასამართლოს წინაშე შესავალი სიტყვით წარდგნენ. 

მცხეთის სასამართლო – შაქარაშვილის მკვლელობის საქმე - Sputnik საქართველო
შაქარაშვილის მკვლელობის საქმე: გაფორმდება თუ არა საპროცესო შეთანხმება

საქმის პროკურორის დავით ყაზარაშვილის თქმით, შესავალ სიტყვაში ყურადღება გამახვილდა იმ მტკიცებულებებზე, რომლებიც იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ მკვლელობაში ბრალდებულმა ხუთივე პირმა დანაშაული ჩაიდინა.

მკვლელობის ეპიზოდზე შემდეგი სხდომა 15 ოქტომბერს არის ჩანიშნული.

19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის ცხედარი ოთხდღიანი ძებნის შემდეგ 22 ივნისს მდინარე არაგვში იპოვეს. ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ის წყალში დაიხრჩო, თუმცა ცხედარზე სიცოცხლეში მიყენებული უამრავი დაზიანება იყო. გამოძიების ვერსიით, ბრალდებულებმა შაქარაშვილი ჯერ სცემეს, შემდეგ კი მდინარეში გადააგდეს.

ამ შემთხვევას წინ უსწრებდა ჩხუბის ორი ეპიზოდი – ერთი მცხეთაში და მეორე თბილისი–მცხეთის გზაზე.

ყველა ახალი ამბავი
0