შაქარაშვილის მკვლელობის საქმე: გაფორმდება თუ არა საპროცესო შეთანხმება

© photo: Sputnikმცხეთის სასამართლო – შაქარაშვილის მკვლელობის საქმე
მცხეთის სასამართლო – შაქარაშვილის მკვლელობის საქმე - Sputnik საქართველო
გამოწერა
იმ შემთხვევაში, თუ დაკავებულები ბრალს აღიარებენ, ბრალდების მხარემ შეიძლება საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე თანხმობა განაცხადოს.

თბილისი, 25 სექტემბერი — Sputnik. პროკურორი გიორგი მუკბანიანი არ გამორიცხავს 19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის საქმეზე ბრალდებულთა ნაწილთან საპროცესო შეთანხმების გაფორმებას. 

მცხეთის სასამართლო - Sputnik საქართველო
შაქარაშვილის საქმე: ბრალდებულებმა სასამართლოს სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს

რეზონანსულ საქმეზე 17 პირია დაკავებული, მათ შორის ექვსი არასრულწლოვანია. ნაწილს ბრალი ედება ჯგუფურ ძალადობაში, ნაწილს - დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობაში.

პროკურორის თქმით, ბრალდებულებთან საპროცესო შეთანხმება აღიარების სანაცვლოდ შეიძლება გაფორმდეს.

„საპროცესო შეთანხმება – მოლაპარაკებების საგანია და მისი აუცილებელი პირობა დანაშაულის აღიარებაა. მოლაპარაკებების წარმოების უფლება ბრალდებულს აქვს. შესაბამისად, მათ შეუძლიათ ბრალდების მხარეს მიმართონ და ჩვენ მას განვიხილავთ“, – განაცხადა მუკბანიანმა ტელეკომპანია Rustavi 2-ის ეთერში.

19 წლის ფეხბურთელის ცხედარი ოთხდღიანი ძებნის შემდეგ 22 ივნისს მდინარე არაგვში იპოვეს. ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ის წყალში დაიხრჩო, თუმცა ცხედარზე უამრავი დაზიანებაა, რომელიც სიცოცხლეშია მიყენებული. გამოძიების ვერსიით, ბრალდებულებმა შაქარაშვილი ჯერ სცემეს, შემდეგ კი მდინარეში გადააგდეს.

ამ შემთხვევას წინ უსწრებდა ჩხუბის ორი ეპიზოდი – ერთი მცხეთაში და მეორე თბილისი–მცხეთის გზაზე.

ყველა ახალი ამბავი
0