შაქარაშვილის საქმე: ბრალდებულებმა სასამართლოს სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს

© Sputnik / STRINGERმცხეთის სასამართლო
მცხეთის სასამართლო - Sputnik საქართველო
გამოწერა
მოსამართლემ საქმიდან დაცვის მხარის იმაზე მეტი მტკიცებულება სცნო დაუშვებლად, ვიდრე ამას პროკურატურა ითხოვდა.

თბილისი, 15 სექტემბერი – Sputnik. გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებულმა ხუთმა პირმა მცხეთის რაიონულ სასამართლოში მიმდინარე სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა, იუწყება პირველი არხი.

შაქარაშვილის საქმე: დაკავებულია ერთ-ერთი არასრულწლოვანი ბრალდებულის მამა >>

მკვლელობაში ბრალდებულების ადვოკატების განმარტებით, ბოიკოტის საბაბი გახდა მოსამართლის გადაწყვეტილება, რომელიც საქმეში არსებულ მტკიცებულებებს ეხება. მოსამართლემ საქმიდან დაცვის მხარის იმაზე მეტი მტკიცებულება სცნო დაუშვებლად, ვიდრე ამას პროკურატურა ითხოვდა.

ციხის საკანი - Sputnik საქართველო
შაქარაშვილის საქმე: ერთ-ერთი არასრულწლოვანი ბრალდებულის მამას პატიმრობა შეეფარდა

მას შემდეგ, რაც ბრალდებულებმა სასამართლო სხდომა დატოვეს, მოსამართლემ შესვენება მოითხოვა და ბადრაგს სხდომათა დარბაზში ბრალდებულებთან ერთად დაბრუნება უბრძანა.

ორშაბათს მცხეთის რაიონულ სასამართლოში 11 სრულწლოვანი ბრალდებულის პროცესი გაიმართა. მოსამართლემ ყველა მათგანი პატიმრობაში დატოვა და აღკვეთის ღონისძიება არ შეცვალა.

19 წლის ფეხბურთელის ცხედარი ოთხდღიანი ძებნის შემდეგ მდინარე არაგვში იპოვეს. ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ის წყალში დაიხრჩო, თუმცა ცხედარზე უამრავი დაზიანებაა, რომელიც სიცოცხლეშია მიყენებული.

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ქალი დააკავეს >>

რეზონანსულ საქმეზე 17 პირი გადის, მათ შორის ექვსი არასრულწლოვანია. ნაწილს ბრალი ედება ჯგუფურ ძალადობაში, ნაწილს - დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობაში. გამოძიების მტკიცებით, მათ თავიდან სცემეს შაქარაშვილი, შემდეგ კი მდინარეში გადააგდეს, სადაც ის დაიხრჩო.

ბრალდებულთა ასაკის და ბრალის სიმძიმის გათვალისწინებით სასამართლო პროცესი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0