22:03 19 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8057
  • 100 RUB4.2817
  • USD3.2140
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
19 წლის გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმე (72)
143 0 0

შაქარაშვილის საქმეს სასამართლო სამ ნაწილად იხილავს: მკვლელობამდე ჩხუბის ეპიზოდები არასრულწლოვნების მონაწილეობით, ჩხუბის ეპიზოდები სრულწლოვნების მონაწილეობით და უშუალოდ მკვლელობის ფაქტი.

თბილისი, 11 სექტემბერი – Sputnik. სამართალდამცველებმა განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებების ფალსიფიკაციისა და ცრუ ჩვენების მიცემის ფაქტებზე გიორგი შაქარაშვილის საქმეში ერთ-ერთი ბრალდებული არასრულწლოვნის მამა თამაზ ხომასურიძე დააკავეს, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ცნობით, ბრალდებული მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციით, თამაზ ხომასურიძემ, საქმეში არსებული მტკიცებულებების ფალსიფიკაციის, გამოძიებისთვის ხელის შეშლისა და დანაშაულში ბრალდებულთათვის მოსალოდნელი სასჯელის თავიდან არიდების მიზნით, დანაშაული წინასწარ დაგეგმა და სისრულეში მოიყვანა.

კერძოდ, ბრალდებულმა მეგობარს დაავალა, რეგისტრაციის გარეშე ორი მობილური ტელეფონი და სიმ-ბარათი შეეძინა, მისულიყო გიორგი შაქარაშვილის საქმის მოწმის გურამ ამირხანაშვილის სახლთან და წინასწარ შეთანხმებული ტექსტებით აღნიშნულ ტელეფონებზე მოკლე ტექსტური შეტყობინებები გაეგზავნა.

„ბრალდებულის მეგობარი მივიდა ვაზისუბანში, გიორგი შაქარაშვილის საქმის მოწმის - გურამ ამირხანაშვილის საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, საიდანაც, წინასწარი შეთანხმებით, მისივე ნაყიდი ერთ-ერთი მობილური ტელეფონის საშუალებით გაგზავნა მოკლე ტექსტური შეტყობინება მეორე ტელეფონზე, რომელიც უკვე არასრულწლოვანი ზ.ხ.-ს მამას ჰქონდა“, – ნათქვამია განცხადებაში.

უწყების ცნობით, ბრალდებული შსს-სა და სუს-ის ადმინისტრაციული შენობების მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილდებოდა და აღნიშნული ადგილებიდან ახორციელებდა მოკლე ტექსტური შეტყობინებების მიღებასა და გაგზავნას.

„არასრულწლოვანი ზ.ხ.-ს მამამ ფალსიფიცირებული მტკიცებულება შექმნა, თითქოს საგამოძიებო ორგანოს წარმომადგენლებს საქმის ერთ-ერთ მოწმესთან – გურამ ამირხანაშვილთან სპეციალურად მისთვის განკუთვნილი მობილური ტელეფონით ჰქონდათ კავშირი“, – აღნიშნულია განცხადებაში.

გარდა ამისა, შსს-ს ცნობით, ბრალდებულმა სასამართლოს ცრუ ჩვენება მისცა, ასევე მედიასაშუალებებში გაკეთებული განცხადებებით სისტემატურად ახორციელებდა სხვადასხვა სახის მუქარას.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 151-ე, 369(1)-ე და 370-ე მუხლებით მიმდინარეობს.

გიორგი შაქარაშვილის საქმეს სასამართლო სამ ნაწილად იხილავს: მკვლელობამდე ჩხუბის ეპიზოდები არასრულწლოვნების მონაწილეობით, ჩხუბის ეპიზოდები სრულწლოვნების მონაწილეობით და უშუალოდ მკვლელობის ფაქტი. აღნიშნულ საქმეზე 17 პირია დაკავებული.

17 პირიდან ხუთ პირს ბრალი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობაში ედება, მათგან ორი არასრულწლოვანია. გამოძიების მტკიცებით, მათ თავიდან სცემეს შაქარაშვილი, შემდეგ კი მდინარეში გადააგდეს, სადაც ის დაიხრჩო. ფეხბურთელის ცხედარი ოთხდღიანი ძებნის შემდეგ მდინარე არაგვში იპოვეს. 

თემები:
19 წლის გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმე (72)

მთავარი თემები