შაქარაშვილის საქმეზე ცრუ მოწმე გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

© Sputnik / Shota Nozadzeთბილისის საქალაქო სასამართლო
თბილისის საქალაქო სასამართლო - Sputnik საქართველო
გამოწერა
სასამართლომ გაითვალისწინა მოწმის ასაკი, სოციალური სტატუსი და მოტივები და მას გირაოს თანხა შეუმცირა, თუმცა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან არ გაათავისუფლა.

თბილისი, 8 სექტემბერი – Sputnik. ვერონიკა არონია, რომელსაც ბრალად ედება ცრუ ჩვენების მიცემა გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე, გირაოთი გაათავისუფლეს.

როგორც არონიას ადვოკატმა ანა ჟღენტმა ტელეკომპანია „ფორმულას“ განუცხადა, ბრალდება 5 ათასი ლარის ოდენობის გირაოს მოითხოვდა, თუმცა მისი დაცვის ქვეშ მყოფის სოციალური სტატუსის გათვალისწინებით სასამართლომ მას თანხა 2,5 ათასამდე შეუმცირა.

გიორგი შაქარაშვილი - Sputnik საქართველო
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ქალი დააკავეს

მოწმის მიმართ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის 370-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით, რაც სამიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

19 წლის ვერონიკა არონია გენერალურმა პროკურატურამ რამდენიმე დღის წინ დააკავა. პროკურორ ამირან გულუაშვილის განცხადებით, ბრალდებულმა გამოძიებას განზრახ წარუდგინა ცრუ ინფორმაცია, რადგან სურდა სახელი გაეთქვა და ჟურნალისტური კარიერა გაეკეთებინა.

გამოძიების დროს დადგინდა, რომ მოქალაქემ ცრუ ინფორმაცია 19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე საკუთარი თავის საჯაროდ წარმოჩენის და ჟურნალისტური კარიერის მოწყობის მიზნით გაავრცელა.

სასამართლო პროცესი შაქარაშვილის საქმეზე - Sputnik საქართველო
შაქარაშვილის მკვლელობის საქმე: ბრალდებულის მამამ თავის დაწვა სცადა

პროკურატურის ინფორმაციით, ქალი ერთ-ერთ მედიასაშუალებას დაუკავშირდა და ამტკიცებდა, თითქოს შეესწრო საუბარს, სადაც ნახსენები იყო შაქარაშვილისა და საქმის ერთ-ერთი ფიგურანტის გვარი, რომელიც, მათი შეფასებით, ცუდად მოიქცა. ასევე თითქოს საუბარი იყო გაურკვეველი ნივთის გადაგდებაზე და ნახსენები იყო ფრაზები: „ბიჭო, შაქარაშვილების ოჯახმა კიდე კაი არ გაიგო, თორემ მაგრად დაგვარტყამდა“. „ბიჭო ის ხო გადააგდე“. ამ დროს თითქოსდა ერთმა მოსაუბრემ ხელი ჰკრა მეორეს და უთხრა „გაჩუმდი“.

ახალგაზრდა ფეხბურთელის ცხედარი ძებნიდან ოთხი დღის შემდეგ არაგვში იპოვეს. ექსპერტიზამ დაადგინა, რომ გიორგი შაქარაშვილი ჯერ სცემეს, ხოლო შემდეგ მდინარეში გადააგდეს, სადაც ის დაიხრჩო.

საქმეზე 17 ადამიანია დაკავებული, მათ შორის არიან არასრულწლოვნები. ხუთს მკვლელობაში აქვს ბრალი წარდგენილი.

ყველა ახალი ამბავი
0