შაქარაშვილის მკვლელობის საქმე: ბრალდებულის მამამ თავის დაწვა სცადა

© Sputnik / STRINGERსასამართლო პროცესი შაქარაშვილის საქმეზე
სასამართლო პროცესი შაქარაშვილის საქმეზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მამაკაცი, რომელიც პატიმარი შვილის უდანაშაულობაში დარწმუნებულია, პროკურორთან შეხვედრას ამგვარად ცდილობდა.

თბილისი, 8 სექტემბერი – Sputnik. 19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში არასრულწლოვანი ბრალდებულის მამამ თბილისში, მთავარი პროკურატურის შენობასთან თავის დაწვა სცადა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

თამაზ ხომასურიძემ ბენზინი გადაისხა და თავის მოკვლით დაიმუქრა. პოლიციამ დროულად შეძლო მისთვის სანთებელის წართმევა. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო და სასწრაფო სამედიცინო სამსახურები.

მცხეთის სასამართლოს შენობა - Sputnik საქართველო
მცხეთაში შაქარაშვილის საქმეზე ექვსი არასრულწლოვანი ბრალდებულის პროცესი მიმდინარეობს

მამაკაცი, რომელიც დარწმუნებულია თავისი შვილის უდანაშაულობაში, ამგვარად ცდილობდა პროკურორთან შეხვედრას.

ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც ხომასურიძე საჯაროდ თავის მოკვლით იმუქრება. მან და ოჯახის სხვა წევრებმა უფრო ადრე შიმშილობა დაიწყეს, რომელიც ექვს დღეს უნდა გაგრძელებულიყო და ამის შემდეგ ხომასურიძე თავის მოკვლით იმუქრებოდა.

შაქარაშვილის მკვლელობის საქმეში ხუთი ადამიანია ბრალდებული, მათ შორის ორი – არასრულწლოვანი. გამოძიება ამტკიცებს, რომ მათ ჯერ სცემეს შაქარაშვილი, ხოლო შემდეგ მდინარეში გადააგდეს, სადაც 19 წლის ფეხბურთელი დაიხრჩო. ახალგაზრდის ცხედარი ძებნიდან ოთხი დღის შემდეგ იპოვეს მდინარე არაგვში.

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ქალი დააკავეს>>

ბრალდებულების ასაკის გამო სასამართლო პროცესი პრესისა და საზოგადოებისთვის დახურულია.

ყველა ახალი ამბავი
0