ცერცვაძე: იყო შემთხვევები, როცა COVID-19-ით გარდაცვლილებს თანმხლები დაავადებები არ ჰქონდათ

© press-service of Infectious Diseases and AIDS Centerთენგიზ ცერცვაძე
თენგიზ ცერცვაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, გარდაცვლილებში კვლავ ჭარბობს ასაკოვანი პაციენტები მძიმე თანმხლები დაავადებებით.

თბილისი, 13 ოქტომბერი – Sputnik. გამოიკვეთა ტენდენცია, რომ „კოვიდის“ დროს მოსალოდნელია სწრაფი დამძიმება და თუ არ იქნება მყისიერი რეაგირება, შეიძლება პაციენტი გულის გაჩერებით ან სხვა პათოლოგიით გარდაიცვალოს, განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროში კლინიკური ჯგუფის შეხვედრის დასრულების შემდეგ.

COVID-19 და ლეტალური შემთხვევები: რა თანმდევი დაავადებები აღენიშნებოდათ პაციენტებს>>

სექტემბრის დასაწყისიდან საქართველოში მკვეთრად იმატა კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ. ბოლო დღეების ყოველდღიური მაჩვენებელი 500-ის ფარგლებში მერყეობს. ასევე გაიზარდა სიკვდილიანობის მაჩვენებელი. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში COVID-19-ით 102 პაციენტი გარდაიცვალა.

ტესტირება კორონავირუსზე - Sputnik საქართველო
განახლებული გაიდლაინი და ხუთი მობილური ჯგუფი – რა იცვლება COVID-19-ის მართვაში

ცერცვაძის განმარტებით, კორონავირუსით გარდაცვლილებს ძირითადად მძიმე თანმხლები დაავადებები აღენიშნებოდათ, თუმცა იყო 2-3 შემთხვევა, როდესაც მხოლოდ კორონავირუსით გარდაიცვალნენ, თანმხლები დაავადების გარეშე.

მისი თქმით, გარდაცვლილთა სტატისტიკაში მხოლოდ ერთეულ მატებას აქვს ადგილი.

„ეს ისეთი დაავადებაა, რომ სიკვდილიანობას თავიდან ვერ აიცილებ. სომხეთს, მოსახლეობით ჩვენზე ორჯერ პატარას, 1 100 გარდაცვლილი ჰყავს, ჩვენ, სომხეთზე ორჯერ დიდს, 102 გვყავს. დინამიკა იზრდება ერთი პაციენტით. ერთით მეტი, ერთით ნაკლები – სტატისტიკურად სარწმუნო არ არის“, – განაცხადა ცერცვაძემ.

აჭარა, თბილისი, იმერეთი – ვირუსის გავრცელების სტატისტიკა რეგიონების მიხედვით>>

რაც შეეხება კორონავირუსით გარდაცვლილთა ასაკს, ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის განცხადებით, კვლავ სჭარბობს ასაკოვანი, 70 წელს გადაცილებული ხალხი მძიმე თანმხლები დაავადებებით.

„ჩვენი დათვლით, დაახლოებით 10% არის 65 წელზე ქვემოთ. ყველაზე ახალგაზრდა გარდაცვლილის ასაკი არის 43 წელი. როგორი პაციენტები გამოიკვეთა, იცით? რომლებიც მძიმე პაციენტები არიან, წვანან კლინიკებში და დამატებით დაემართათ „კოვიდი“ ან ბინაზე იმყოფებოდნენ, გადატანილი ჰქონდათ გულის ოპერაცია, ინფარქტგადატანილები, ინსულტგადატანილები“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 12 841 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 6 867 ადამიანი.

ყველა ახალი ამბავი
0