აჭარა, თბილისი, იმერეთი – ვირუსის გავრცელების სტატისტიკა რეგიონების მიხედვით

© Sputnik / Alex Shlamovთბილისის ინფექციური საავადმყოფო
თბილისის ინფექციური საავადმყოფო - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინიფიცირებულთა რაოდენობა 569-ით გაიზარდა და 12841-ს მიაღწია.

თბილისი, 13 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 569 ახალი შემთხვევიდან უმეტესობა აჭარასა და თბილისს უკავშირდება, განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსმა მარინა ენდელაძემ ჟურნალისტებთან. 

ლაბორატორია - Sputnik საქართველო
COVID-19 საქართველოში: რამდენი შემთხვევა გამოვლინდა ბოლო დღე-ღამეში

აჭარა კორონავირუსის გავრცელების კუთხით „წითელ ზონად“ რჩება. რეგიონში ბოლო დღე-ღამეში ინფიცირების 207 შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა ხუთი ადამიანი. პანდემიის დაწყებიდან დღემდე კი აჭარაში კორონავირუსის დიაგნოზით 52 პაციენტია გარდაცვლილი.

რაც შეეხება სხვა რეგიონებს, მაჩვენებლები ასეთია: 168 – თბილისი, 117 – იმერეთი, 25 – შიდა ქართლი, 24 – სამეგრელო–ზემო სვანეთი, 8 – გურია, 7 – ქვემო ქართლი, 5–5 – კახეთი და მცხეთა-მთიანეთი, 3 – სამცხე-ჯავახეთი.

ამ დროისათვის უშუალოდ თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით 63 პაციენტია მოთავსებული.

როგორც მარინა ენდელაძემ განაცხადა, კორონავირუსით ბოლო 24 საათში გარდაცვლილ ცხრავე პაციენტს თანმხლები დაავადებები აღენიშნებოდა.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ინიფიცირებულთა რაოდენობა 569-ით გაიზარდა და 12841-ს მიაღწია. ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 6867 ადამიანი, გარდაიცვალა – 102, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5590, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 836 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 1393 ადამიანი იმყოფება.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0