როდის და რომელი ბოსტნეული გარდაიქმნება შხამად: ექიმი-დიეტოლოგი განმარტავს

CC BY-SA 2.0 / Michael Stern / Wall Foodხილ-ბოსტნეული
ხილ-ბოსტნეული - Sputnik საქართველო
გამოწერა
ცნობილი ექიმი-დიეტოლოგი ასახელებს ბოსტნეულს, რომლებიც გარკვეულ შემთხვევაში ვნებას აყენებს ორგანიზმს, და სიფრთხილის ზომებს განმარტავს.

თბილისი, 5 ოქტომბერი — Sputnik. ბოსტნეული, რომელიც ჯანსაღი კვების საფუძვლად მიიჩნევა, შეიძლება ორგანიზმის უბოროტეს მტრად იქცეს, აცხადებს ექიმი–დიეტოლოგი ელენა სოლომატინა რადიო Sputnik–თან ინტერვიუში.

ქალი მინერალური წყლის წყაროსთან  - Sputnik საქართველო
რა უნდა იცოდეთ: დასახელდა მინერალური წყლის სერიოზული საფრთხეები

ექიმის თქმით, ვიტამინებით, მიკრო- და მაკროელემენტებით, უჯრედისითა და სასარგებლო ნახშირწყლებით მდიდარი ბოსტნეული შეიძლება ფარისებრი ჯირკვლის, ჰორმონების, კუჭ-ნაწლავის სისტემის პრობლემების, ქრონიკული დაავადებების გამწვავებისა და ზოგ შემთხვევაში მოწამვლის მიზეზადაც კი იქცეს.

„თუ მათ სწორად არ შევინახავთ და მოვამზადებთ, ისინი უბრალოდ შხამად გარდაიქმნება“, — ამბობს დიეტოლოგი.

სოლომატინამ განმარტა, რომელ ბოსტნეულის მიმართ არის საჭირო განსაკუთრებული სიფრთხილე.

ირკვევა, რომ ორგანიზმისთვის სახიფათო შეიძლება იყოს „გადამწიფებული“ ბადრიჯანი, გაზაფხულამდე შენახული კარტოფილი და დაუმწიფებელი, მწვანე პომიდორი.

  • „ეს ძაღლყურძენასებრთა ოჯახის ბოსტნეულია, რომლებიც სოლანინს შეიცავს — ნეიროტოქსინს, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს ნერვული და შარდსადენი სისტემების დარღვევა“, — ამბობს ექიმი.

მისი თქმით, ყურადღებით უნდა მოვეკიდოთ ლობიოსაც, რომელიც აუცილებლად კარგად უნდა მოიხარშოს. წინააღმდეგ შემთხვევაში ლობიოში შემავალი ფიტოჰემაგლუტინინი მოწამვლას გამოიწვევს.

სალა და ხახვი - Sputnik საქართველო
სპეციფიკური შემთხვევა: სალა გახდომაში დაგეხმარებათ, თუ...

გარდა ამისა, გასათვალისწინებელია ისიც, რომ პარკოსნებში, თუ მათ დიდი ხნის განმავლობაში შევინახავთ, მიკოტოქსინები (სოკოები) დაგროვდება.

როგორც ცნობილი ექიმი–დიეტოლოგი ელენა სოლომატინა ამბობს, არსებობს ისეთი ბოსტნეული, რომლებიც აუცილებლად უნდა ამოიღონ რაციონიდან ქრონიკული დაავადებების მქონეებმა.

  • „კომბოსტოს ყველა სახეობა ბლოკავს იოდის ათვისებას, ამიტომ ის რეკომენდებული არ არის მათთვის, ვისაც გამოკვეთილი ან თუნდაც სუბკლინიკური ჰიპოთირეოზი (ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების უკმარისობა) აქვს“, — ამბობს ექიმი.

მან ასევე აღნიშნა ცხარე ბოსტნეულის, განსაკუთრებით ბოლოკის უარყოფითი გავლენა ჯანმრთელობაზე მათთვის, ვისაც კუჭ-ნაწლავის ტრაქტისა და კუჭქვეშა ჯირკვლის დაავადები აქვს. ირკვევა, რომ ასეთ ბოსტნეულს, განსაკუთრებით გამწვავების მომენტში, შეუძლია გააუარესოს მდგომარეობა.

დიეტოლოგებმა დაასახელეს პროდუქტები, რომლებიც დაბერებას იწვევს>>

გარდა ამისა, სოლომატინა ამბობს, რომ ისეთი ბოსტნეული და მწვანილეული, როგორებიცაა ჭარხალი, ისპანახი, ოხრახუში, კომბოსტო (განსაკუთრებით, მისი მურკი — შუა მკვრივი ნაწილი), სტაფილო და კიტრი, დიდი რაოდენობით ნიტრატებს იგროვებს. გარდა ამისა, ნიტრატებს ასევე ვიღებთ წყლიდან და სხვა პროდუქტებიდანაც. და თუ ორგანიზმში ის ჭარბად დაგროვდება, გვერდით ეფექტებს თავიდან ვერ ავირიდებთ. ეს განსაკუთრებით სახიფათოა ორსულებისთვის, ვინაიდან ნაყოფს შეიძლება ჰიპოქსია (ჟანგბადის შიმშილი) დაეწყოს.

ყველა ახალი ამბავი
0