21:39 19 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8057
  • 100 RUB4.2817
  • USD3.2140
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
სასარგებლო რჩევები (279)
21520

ცილა ჩვენს ორგანიზმში მნიშვნელოვან როლს ასრულებს, ამიტომ დიეტოლოგები გვირჩევენ რაციონი გავამდიდროთ თევზით, ჯინჯერით, თხილეულით და ზეითუნის ზეთით

თბილისი, 5 სექტემბერი — Sputnik. ბურგერები, შემწვარი კარტოფილი, ტკბილეული, ფანტელები - თუ ეს პროდუქტები ჭარბობს თქვენს რაციონში, სიბერე არც ისე შორსაა, მიიჩნევს დიეტოლოგი ელენა სოლომატინა.

ექსპერტი კვების საკითხებში ამტკიცებს, რომ ზეთში თერმულად დამუშავებულ პროდუქტებში კანცეროგენები წარმოიქმნება. ისინი კი თავის მხრივ ანადგურებენ კოლაგენს - ცილას, რომელიც შემაერთებელი ქსოვილის საფუძველს შეადგენს.

„როდესაც ადამიანი ხშირად მიირთმევს მავნე საკვებს - ბურგერებს, შემწვარ კარტოფილს, ტკბილეულს, ფანტელებს - კოლაგენში ჩნდებიან ეკლები, კანი ხდება მომჩვარული და ნაოჭდება“, - განაცხადა სოლომატინამ გაზეთ „საღამოს მოსკოვთან“ ინტერვიუში.

ასეთი კომენტარი გააკეთა დიეტოლოგმა კვლევასთან დაკავშირებით, რომელიც ესპანეთში ნავარას უნივერსიტეტის მეცნიერებმა ჩაატარეს. კვლევის საგანი იყო პროდუქტები, რომლებიც ნაადრევ სიბერეს იწვევს. პორტალ Science Alert-ზე გამოქვეყნებულ სტატიაში ნათქვამია, რომ ულტრადამუშავებული საკვების, მათ შორის შემწვარი ხორცის და ფასტფუდის ხშირი მოხმარება, უჯრედების ნაადრევ დაბერებას იწვევს.

სოლომატინას თქმით, ასაკობრივი ცვლილებების თავიდან აცილების მიზნით უნდა უარი ვთქვათ მავნე საკვებზე, ასევე გავამდიდროთ ჩვენი რაციონი კოლაგენის შემცვლელი პროდუქტებით.

„სტაფილოში, პომიდორში, ისპანახში, ცხიმიან თევზში ძალიან ბევრია ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ცილა, ამიტომ, თუ რაიმე უკუჩვენება არ არსებობს, აუცილებლად უნდა მიირთვათ“, - აღნიშნა მან.

გარდა ამისა, დიეტოლოგმა იმ პროდუქტების ჩამონათვალში, რომლებიც ორგანიზმის გაახალგაზრდავებას და აღდგენას უწყობს ხელს, ჩართო ზეითუნის ზეთი, ყურძენი, თხილეული, ჯინჯერი, ჭარხალი, ნიახური და ავოკადო.

თემები:
სასარგებლო რჩევები (279)

მთავარი თემები