მილიონ მოქალაქეზე მეტი – სიახლეები საპენსიო ფონდიდან

© photo: Sputnikმამაკაცები ნარდს თამაშობენ
მამაკაცები ნარდს თამაშობენ - Sputnik საქართველო
გამოწერა
საპენსიო სააგენტოში აღნიშნავენ, რომ ერთი თვის განმავლობაში ახალი სქემის ახალი მონაწილე ცხრა ათასზე მეტი მოქალაქე ხდება.

თბილისი, 30 ივლისი – Sputnik. საპენსიო ფონდში ჩართული მოქალაქეების რაოდენობა 29 ივლისისთვის 1 042 084 ადამიანს შეადგენს, ნათქვამია საპენსიო სააგენტოს განცხადებაში.

სააგენტოს ინფორმაციით, საპენსიო სქემაში მონაწილეობს 448 601 ქალი, აქედან 260 298 მათგანის ასაკია 40 წლამდე. მამაკაცებიდან 40 წელს ქვევითაა 337 705 ადამიანი.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ სქემაში მონაწილეთა რაოდენობა ყოველდღიურად მატულობს და ერთი თვის განმავლობაში ცხრა ათასზე მეტ მოქალაქეს აღწევს.

ეროვნული ვალუტა - ლარი - Sputnik საქართველო
საქართველოს საპენსიო სააგენტომ პირველი ინვესტიცია განახორციელა

დაგროვებითი პენსიის სისტემა საქართველოში 2019 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა. ახალი საპენსიო სისტემა ნაწილობრივ სავალდებულოა – დაგროვებითი პენსიის სქემაში მონაწილეობა სავალდებულოა 40 წლამდე ასაკის ადამიანებისთვის. დანარჩენებს არჩევანის უფლება აქვთ. გასული წლის ივნისის ბოლოსთვის დაგროვებითი საპენსიო სქემიდან გამოსულთა რაოდენობამ რეგისტრირებულთა მთლიანი რაოდენობის დაახლოებით 10% შეადგინა. 

შემუშავებული სქემის მიხედვით, 24 ათას ლარამდე ნომინალური წლიური შემოსავლის შემთხვევაში მოქალაქის საპენსიო ანგარიშზე დაირიცხება მისი ხელფასის 6%: 2%-ს იგი თავად გადაიხდის, 2%-ს – მისი დამსაქმებელი და კიდევ 2%-ს – სახელმწიფო. 24-დან 60 ათას ლარამდე ყოველწლიური ხელფასის შემთხვევაში სახელმწიფო მოქალაქის ანგარიშზე მხოლოდ 1%-ს გადარიცხავს. 60 ათასის ზემოთ წლიური შემოსავლის შემთხვევაში სახელმწიფო ამ სქემაში არ მონაწილეობს. დაგროვებული ფული პენსიონერებს პროცენტებით დაუბრუნდებათ – საშუალოდ წლიური 7%-ით. ამჟამად პენსიონერების ანგარიშებზე უკვე დარიცხულია ამ პროცენტებით დაგროვილი დაახლოებით 17,3 მლნ ლარი.

უზრუნველი სიბერისათვის: რა თანხაა შესული საპენსიო ფონდში>>

დაბრუნებამდე სახელმწიფო ამ თანხების ინვესტირებას განახორციელებს სხვადასხვა პროექტებში ეროვნული ბანკის კონტროლის ქვეშ. პროცესს საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო სამსახური ახორციელებს.

მიმდინარე წლის მარტში საქართველოს საპენსიო სააგენტომ 560 მილიონი ლარის ოდენობის პირველი ინვესტიცია განახორციელა – სახსრები მაღალრეიტინგული ქართული კომერციული ბანკების სადეპოზიტო სერტიფიკატებში ჩაიდო.

ყველა ახალი ამბავი
0