რა უნდა იცოდეთ: დასახელდა მინერალური წყლის სერიოზული საფრთხეები

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliქალი მინერალური წყლის წყაროსთან
ქალი მინერალური წყლის წყაროსთან  - Sputnik საქართველო
გამოწერა
ექიმი–დიეტოლოგი ამბობს, რომ არასწორმა მინერალურმა წყალმა შეიძლება დააჩქაროს და გაამწვავოს ის დაავადება, რომლისგან განკურნებაც სურს ადამიანს.

თბილისი, 2 ოქტომბერი — Sputnik. მაღალი მინერალიზაციის სამკურნალო მინერალური წყლის რეგულარულად მიღებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს ჯანმრთელობას, აცხადებს დიეტოლოგი ელენა სოლომატინა.

მინერალური წყალი - Sputnik საქართველო
იკრძალება კატეგორიულად: ვისთვის არ შეიძლება მინერალური წყლის სმა

მისი თქმით, ასეთი წყალი ადამიანმა მხოლოდ ექიმის დანიშნულებით უნდა მიიღოს, ვინაიდან მას ზოგი სხვა დაავადების განვითარების პროცესის დაჩქარება შეუძლია.

დიეტოლოგის განმარტებით, თუ ჯანმრთელი ადამიანი სამკურნალო წყალს იშვიათად დალევს, ამით არანაირი საფრთხე არ დაემუქრება, მაგრამ სხვა საქმეა მისი ხშირი სმა.

„[სამკურნალო მინერალურ წყალში] მიმდინარეობს გარკვეული კონცენტრაციის მარილების გაჯერების პროცესი. ეს მარილები შეიძლება ერთი ადამიანისთვის აუცილებელი იყოს, სხვას კი მხოლოდ ზიანი მიაყენოს იმ დაავადების გამო, რომელიც მას აქვს“, — აცხადებს დიეტოლოგი.

მისი თქმით, თუ ადამიანს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პრობლემები აქვს, მან სამკურნალო წყალი მხოლოდ ექიმის დანიშნულებით უნდა მიირთვას და არა თვითნებურად, როგორც ამას კურორტებზე აკეთებენ დასასვენებლად ჩასულები – განურჩევლად სვამენ ამა თუ იმ წყალს.

„არსებობს სხვადასხვანაირი მინერალური წყალი. არის სუფრის, არის სამკურნალო–სუფრის, არის სამკურნალო. ყველა მათგანს მინერალიზაციის სხვადასხვა დონე აქვს. სუფრის წყალი შეზღუდვების გარეშე შეგიძლიათ მიირთვათ, სამკურნალო–სუფრისა — ნაკლებად, ხოლო სამკურნალო — მხოლოდ ექიმის დანიშნულებით“, — ამბობს ელენა სოლომატინა.

დიეტოლოგი ასახელებს პროდუქტებს, რომლებიც აბერებს ადამიანს>> 

ექიმი–დიეტოლოგი განმარტავს, რომ არასწორმა სამკურნალო წყალმა შეიძლება, პირიქით, დააჩქაროს და გაამწვავოს იმ დაავადების მიმდინარეობა, რომლისგან განკურნებაც სურს ადამიანს.

ყველა ახალი ამბავი
0