იკრძალება კატეგორიულად: ვისთვის არ შეიძლება მინერალური წყლის სმა

© Pixabay / ExplorerBobმინერალური წყალი
მინერალური წყალი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მედიკოსი განმარტავს, რომ სითხის ბალანსის აღსადგენად ადამიანმა ყოველ ნახევარ საათში ერთხელ ორიოდე ყლუპი წყალი უნდა დალიოს...

თბილისი, 21 დეკემბერი — Sputnik. მინერალური წყალი ყოველთვის არ არის სასარგებლო ორგანიზმისთვის, აცხადებს ცნობილი რუსი ექიმი დიეტოლოგი ელენა სოლომატინა. 

გოგონა წყლის სმისას - Sputnik საქართველო
ოდნავ მარილიანი წყლის სმა მარგებელია: ვისთვის და როდის

მედიკოსის განმარტებით, მინერალური წყლები პირობითად შეიძლება დაიყოს სუფრისა და სამკურნალო, ანუ ძლიერ მინერალიზებულ წყლებად.

ირკვევა, რომ სამკურნალო მინერალურ წყალთან განსაკუთრებით ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომელიც თავის მხრივ ტუტე და მჟავე წყლებად იყოფა. ჯანმრთელი ადამიანისთვის საერთოდ არ არის რეკომენდებული სამკურნალო მინერალური წყლის სმა — ის მხოლოდ დაავადებების შემთხვევაში ინიშნება.

მაგალითად, კუჭის წყლულისა თუ გასტრიტის დროს არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მჟავე მინერალური წყლის მიღება. უფრო მეტიც, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების დროს ზიანის მიყენება სუფრის მინერალურ წყალსაც კი შეუძლია, ვინაიდან გაზი ლორწოვანას აღიზიანებს.

„ანთებითი პროცესის შემთხვევაში მდგომარეობა რთულდება. ამიტომ საჭმლის მომნელებელი სისტემისა თუ კუჭის პრობლემების დროს არ შეიძლება არანაირი წყლის მიღება, რომელიც ნახშირმჟავა გაზებით იქნება გაჯერებული“, — აცხადებს ექიმ-დიეტოლოგი.

გარდა ამისა, სოლომატინა განმარტავს, რომ სითხის ბალანსის აღსადგენად ადამიანმა ყოველ ნახევარ საათში ერთხელ ორიოდე ყლუპი წყალი უნდა დალიოს. იმ შემთხვევაში, თუ ნახევარი დღე საერთოდ არ მიიღებთ წყალს, მერე კი სულმოუთქმელად გამოცლით ლიტრ-ნახევრიან ჭურჭელს, ამით სითხის ბალანსს ვერ აღადგენთ, ვინაიდან უჯრედები მაინც იმდენს შეიწოვს, რამდენსაც ჩვეულებრივ იწოვდა, ზედმეტ სითხეს კი დაუყოვნებლივ გამოდევნის.  

 

ყველა ახალი ამბავი
0