როგორ ამოვიცნოთ დიაბეტის პირველი ნიშნები: ენდოკრინოლოგი გვირჩევს

© Pixabay / TesaPhotographyსისხლის ანალიზი
სისხლის ანალიზი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ექიმი-ენდოკრინოლოგის თქმით, იმის დასადგენად, გვემუქრება თუ არა დიაბეტით დაავადების რისკი, ორ კითხვას უნდა გავცეთ პასუხი

თბილისი, 3 ოქტომბერი — Sputnik. პრედიაბეტური მდგომარეობის შენიშვნა საკმაოდ რთულია, ვინაიდან ამ დროს საფრთხეზე არაფერი მიანიშნებს: ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია, გუნება-განწყობა — საუკეთესო, მადა — მშვენიერი, ამბობს ექიმი-ენდოკრინოლოგი ოლგა ნიკოლსკაია.

დიაბეტი  - Sputnik საქართველო
აღმოჩენილია დიაბეტის შეჩერების გზა: მეცნიერებმა მანამდე უცნობი პროცესი შეისწავლეს

მისი თქმით, ადამიანის მთავარი პრობლემა — ეს თავდაპირველი სიმპტომების არარსებობაა. არადა ამ დროს სისხლში შაქრის დონე თანდათანობით იზრდება ჯერ პრედიაბეტურ, შემდეგ კი უფრო მაღალ დონეზე.

ნიკოლსკაია განმარტავს, რომ დიაბეტის ჩამოყალიბების პროცესში თავიდან წვრილი სისხლძარღვები ზიანდება. შედეგად, ჭრილობა იმაზე ძნელად ხორცდება, ვიდრე მანამდე. ამასთან, იწყება კუჭისა და ნერვული სისტემის პრობლემები.

მისი თქმით, იმის გარკვევა, ადამიანი პრედიაბეტურ მდგომარეობაშია თუ უკვე აქვს დიაბეტი, ძნელი არ არის. შაქრის გაზომვა გლუკომეტრით არის შესაძლებელი. თუ უზმოზე სისხლში შაქრის მაჩვენებელი 5,5-5,8 მმოლზე მეტია, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს.

მაგრამ ირკვევა, რომ დიაბეტის დიაგნოზს ხშირად არა უშუალოდ ენდოკრინოლოგი, არამედ სხვა სპეციალობის ექიმი სვამს.

„შაქრიანი დიაბეტის მეორე ტიპის დიაგნოზს ხშირად არა თერაპევტები და ენდოკრინოლოგები, არამედ სხვა სპეციალობის ექიმები სვამენ. მაგალითად, როდესაც ადამიანი ფეხებში ტკივილის, თითებისა თუ ტერფების დაბუჟების ან წვის შეგრძნების, კუნთების კრუნჩხვითი დაჭიმვის გამო ნევროლოგთან თუ ქირურგთან მიდის მას იქ გამოკვლევა უტარდება და აღმოჩნდება ხოლმე, რომ ეს დიაბეტია“, — ამბობს ოლგა ნიკოლსკაია.
თაფლი - Sputnik საქართველო
დასახელდა თაფლის უნიკალური სახეობა: უსაფრთხოა დიაბეტიანებისთვის და არ ასუქებს

მისი თქმით, შაქრიანი დიაბეტის განვითარების რისკის გასაგებად რამდენიმე კითხვას უნდა უპასუხოთ. პირველი: ხართ თუ არა ჭარბწონიანი? — რაც არის კიდეც დაავადების დაწყების ერთ-ერთი ფაქტორი; მეორეც: ჰქონდათ თუ არა თქვენს ნათესავებს შაქრიანი დიაბეტი? — თუ რომელიმე მშობელს, ბებიას ან ბაბუას ეს დაავადება აწუხებდა, მაშინ აუცილებლად უნდა მიაქციოთ ყურადღება შესაძლო რისკებს.

გავრცელებული რწმენის საწინააღმდეგოდ, დიაბეტის მკურნალობა არ შემოიფარგლება მხოლოდ ინსულინის შეყვანით. ექიმების თქმით, ეს არის უკიდურესი მეთოდი, რომელსაც მხოლოდ მაშინ იყენებენ, როდესაც სხვა წამლები უეფექტოა. უფრო მეტიც, სხვადასხვა სახის დიაბეტის მკურნალობის მეთოდები შეიძლება განსხვავდებოდეს: ეს არის დიეტა და შაქრის შემამცირებელი პრეპარატები, ან სხვა საშუალებები.

შაქრიანი დიაბეტით მსოფლიოს მოსახლეობის 8.3%, ანუ დაახლოებით 425 მილიონი ადამიანია დაავადებული. ამასთან, ექსპერტების თქმით, შემთხვევათა რეალური რაოდენობა გაცილებით მეტია, ბევრმა, უბრალოდ, არ იცის, რომ დიაბეტით ცხოვრობს.

ყველა ახალი ამბავი
0