აღმოჩენილია დიაბეტის შეჩერების გზა: მეცნიერებმა მანამდე უცნობი პროცესი შეისწავლეს

© Pixabay / stevepbდიაბეტი
დიაბეტი  - Sputnik საქართველო
გამოწერა
მეცნიერებმა აქამდე არ იცოდნენ, რა ასტიმულირებდა იმუნური უჯრედების მიერ ინსულინის წარმომქმნელი კუჭქვეშა ჯირკვლის ბეტა–უჯრედებზე შეტევას და მათ განადგურებას

თბილისი, 2 სექტემბერი — Sputnik. სან–დიეგოს (აშშ) იმუნოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერებმა აღმოაჩინეს მეთოდი, რომელიც შაქრიანი დიაბეტის შემდგომ განვითარებას აჩერებს, იუწყება სამეცნიერო გამოცემა Science Advances–ი.

გავრცელებული ინფორმაციით, სპეციალისტებმა დაავადებასა და იმუნური უჯრედების აქტივობას შორის კავშირი იპოვეს.

კვერცხი „ბენედიქტი“ - Sputnik საქართველო
მაღალკალორიული საუზმე დიაბეტსა და გაცხიმოვნებას ებრძვის: მეცნიერთა დასკვნა

იმუნოლოგების თქმით, პირველი ტიპის დიაბეტის განვითარების რისკს ეკოლოგიური და გენეტიკური ფაქტორები ახლავს, ხოლო თავად დაავადება, როგორც წესი, შემთხვევით ჩნდება.

როგორც ცნობილია, ორგანიზმის იმუნური უჯრედები ინსულინის გამომმუშავებელ კუჭქვეშა ჯირკვლის ბეტა–უჯრედებს უტევს და თანდათანობით ანადგურებს მათ. მეცნიერებმა აქამდე არ იცოდნენ, რა ასტიმულირებდა ამ პროცესს.

სან–დიეგოელმა იმუნოლოგებმა ლაბორატორიული ექსპერიმენტი ჩაატარეს თაგვებზე. ოპერაციის დროს ქირურგებმა  დაბლოკეს სიმპათიკური ნერვიდან სიგნალების გადაცემა კუჭქვეშა ჯირკვლისთვის, რამაც ინსულინის წარმომქმნელი ბეტა–უჯრედების გამანადგურებელი იმპულსებისგან დაცვის შესაძლებლობა გააჩინა.

ექსპერიმენტის შედეგად მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ შაქრიანი დიაბეტის თავიდან ასაცილებლად ტვინიდან კუჭქვეშა ჯირკვლისკენ წამოსული ნერვული  იმპულსების დაბლოკვაა საკმარისი.

 

ყველა ახალი ამბავი
0