რთული, მაგრამ კონტროლს ექვემდებარება – აჭარის მეთაურმა რეგიონში არსებული ვითარება შეაფასა

© Sputnik / Seyran BaroyanPCR–ტესტირება ბათუმში
PCR–ტესტირება ბათუმში - Sputnik საქართველო
გამოწერა
რეგიონი სრულ მზადყოფნაშია, რომ საშიშ ვირუსს შეებრძოლოს, სისტემა გამართულად მუშაობს ყველა დონეზე – მობილიზებულია აჭარის ლოგისტიკური, ლაბორატორიული და ეპიდემიური სიმძლავრეები.

თბილისი, 23 სექტემბერი – Sputnik. აჭარაში ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდის მიუხედავად რეგიონში ყველა უწყება გამართულად მუშაობს, ამიტომ შეზღუდვების გამკაცრების აუცილებლობა არ არის, განაცხადა აჭარის მთავრობის მეთაურმა თორნიკე რიჟვაძემ რეგიონის ოპერატიული შტაბის სხდომაზე.

ბოლო 24 საათში დარეგისტრირებული კორონავირუსის 227 ახალი შემთხვევიდან 165 აჭარაში გამოვლინდა. რეგიონში სულ ინფიცირების ათასზე მეტი აქტიური შემთხვევაა.

ტესტირება - Sputnik საქართველო
აჭარა კვლავ „ცხელი წერტილია“ – ინფიცირების შემთხვევები რეგიონების მიხედვით

„ინფიცირებული პაციენტების მართვის ნაწილში პრიორიტეტს წარმოადგენს კლინიკური მიმართულების კიდევ უფრო გაძლიერება. დღეს აჭარაში ჩამობრძანდა მარინა ეზუგბაია. მის კოლეგებთან ერთად ჩვენ უკვე გავაგრძელებთ ყველა კოვიდ-კლინიკასთან აქტიურ კომუნიკაციას“, – განაცხადა რიჟვაძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ რეგიონში სრულად არის მობილიზებული ლოგისტიკური, ლაბორატორიული და ეპიდემიური სიმძლავრეები, ადამიანური და ტექნიკური რესურსები.

„არ იგეგმება რაიმე სახის მძიმე შეზღუდვების დაწესება... ახლა მოვიდა დრო, როცა უნდა მოვახდინოთ ვირუსის მართვა და ადაპტაცია... ეპიდვითარების ლოკალიზება შესაძლებელი იქნება მხოლოდ ერთიანობით, სოლიდარობით და მოქალაქეების მაქსიმალური პასუხისმგებლობით. ამას ემატება ჯანდაცვის სექტორიც, რომელიც გააკეთებს მაქსიმუმს, რომ ეფექტურად მართოს ეს პროცესები. კიდევ ერთხელ გარწმუნებთ, რომ სისტემა გამართულად მუშაობს, კიდევ უფრო მზარდი დინამიკის შემთხვევაში ჩვენ მზად ვართ, რომ არც ერთი ადამიანი არ დარჩეს უპატრონოდ“, – განაცხადა რიჟვაძემ.

გაქვთ თუ არა კორონავირუსი: მსურველებს თბილისში COVID–19–ზე ტესტის ჩატარება შეუძლიათ>>

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის ნინო ნიჟარაძის განცხადებით, იმის იმედი, რომ ახალი შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად შემცირდება, არ უნდა გვქონდეს.

როგორც მან აღნიშნა, შემდგომი დინამიკა მთლიანად მოსახლეობაზეა დამოკიდებული. თუ ადამიანები არ დაიცავენ დადგენილ წესებს, შემთხვევების რაოდენობა არ შემცირდება.

ყველა ახალი ამბავი
0