გაქვთ თუ არა კორონავირუსი: მსურველებს თბილისში COVID-19-ზე ტესტის ჩატარება შეუძლიათ

© Sputnik / Seyran BaroyanPCR–ტესტირება ბათუმში
PCR–ტესტირება ბათუმში - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის იუსტიციის სახლთან მოწყობილ სივრცეში კორონავირუსზე უფასო ტესტირება საღამოს 20:00 საათამდეა შესაძლებელი.

თბილისი, 23 სექტემბერი — Sputnik. თბილისის იუსტიციის სახლთან კორონავირუსზე უფასო ტესტირების ჩასატარებლად სპეციალური სივრცე მოეწყო, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.

ადგილზე ტესტირება ვირუსის ცირკულირების ინტენსივობის გაზომვის მიზნით ტარდება, რისთვისაც საშუალოდ 1000-მდე ადამიანის გატესტვაა საჭირო.

ტესტირება კორონავირუსზე - Sputnik საქართველო
COVID-19 საქართველოში: კვლავ ანტირეკორდი – რამდენი შემთხვევა გამოვლინდა ბოლო დღე-ღამეში

როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში განაცხადეს, მსურველებს  შესაძლებლობა აქვთ ადგილზე დილის 09:30 საათიდან საღამოს 20:00 საათამდე მივიდნენ და ტესტი ჩაიტარონ.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 227-ით გაიზარდა და 4140-ს მიაღწია, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობას დაემატა 69 ადამიანი და 1643-მდე გაიზარდა, ასევე გაიზარდა გარდაცვლილთა რაოდენობა – 24.

ამ დროისათვის კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5390, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 640 პაციენტია.

საქართველოში კორონავირუსით 24–ე პაციენტი გარდაიცვალა>>

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0