აჭარა კვლავ „ცხელი წერტილია“ – ინფიცირების შემთხვევები რეგიონების მიხედვით

© Sputnik / Seyran Baroyanტესტირება
ტესტირება - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 227-ით გაიზარდა და 4140-ს მიაღწია.

თბილისი, 23 სექტემბერი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 227 ახალი შემთხვევიდან 165 აჭარას უკავშირდება, განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა მარინა ენდელაძემ ჟურნალისტებთან.   

წვეთოვანი - Sputnik საქართველო
ვინ არის საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილი 24-ე პაციენტი

რაც შეეხება სხვა რეგიონებს, მაჩვენებლები ასეთია: 34 – თბილისი, 4 – რუსთავი, 14 – იმერეთი, აქედან ორი შემთხვევა დაფიქსირდა თერჯოლაში, 4 – გურია (ერთი ლანჩხუთში, სამი ოზურგეთში), 2 – ზუგდიდი და 1 – დუშეთი.

რაც შეეხება უშუალოდ ინფექციურ საავადმყოფოს, კლინიკაში სულ 32 პაციენტი მკურნალობს, მათგან სამი მძიმე პაციენტია.

დღეს საქართველოში კორონავირუსის დიაგნოზით ერთი პაციენტი გარდაიცვალა – 70 წლის მამაკაცი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობდა. მას ონკოლოგიური დაავადება ჰქონდა, ახალ ნაოპერაციები იყო და თანმდევი დაავადებები აღენიშნებოდა – ორმხრივი პნევმონია, გულოზური ემფიზემა, ანემია, მარჯვენა ფილტვის ქვედაწილოვანი თრომბოემბოლია.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 227-ით გაიზარდა და 4140-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 1643 ადამიანი, გარდაიცვალა 24 პაციენტი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0