თსუ-ს სტუდენტების საერთო საცხოვრებელში კორონავირუსმა შეაღწია

© photo: Sputnik / Stringerივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სტუდენტის გარდა, კორონავირუსით დაინფიცირდა ასევე სკოლის მოსწავლე - ის ლაგოდეხის №3 სკოლაში სწავლობს

თბილისი, 17 სექტემბერი – Sputnik. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტს, რომელიც ბაგების საერთო საცხოვრებელში ცხოვრობს, გუშინ COVID-19 გამოუვლინდა, იუწყება საქართველოს პირველი არხი.

ბათუმის საქალაქო სასამართლო დისტანციურ მუშაობაზე გადადის – ორ ადვოკატს კორონავირუსი აქვს >>

სტუდენტი ცხელების ცენტრშია გადაყვანილი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

როგორც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აცხადებენ, მათთან სწავლა დისტანციურად მიმდინარეობს, შესაბამისად, დაინფიცირებულ სტუდენტს ლექტორებთან და სხვა სტუდენტებთან კონტაქტი არ ჰქონია.

თსუ-ს ბაგების საერთო საცხოვრებელში დეზინფექცია გუშინვე ჩატარდა.

ინფიცირებულ სტუდენტთან კონტაქტში მყოფი პირები კარანტინში გადაიყვანეს. საერთო საცხოვრებელში კი უსაფრთხოების ყველა ზომაა მიღებული.

პალატა - Sputnik საქართველო
„ევექსის“ კლინიკაში პაციენტების მიღება შეწყდა: სამ თანამშრომელს COVID-19 დაუდასტურდა

კორონავირუსი დაფიქსირდა კიდევ ერთ სასწავლო დაწესებულებაში - ლაგოდეხის №3 სკოლაში. ინფექცია მოსწავლეს დაუდგინდა. ის სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლის ინფიცირების ჯაჭვს განეკუთვნება.

ბავშვი სკოლაში არ დადიოდა, მაგრამ მასთან დაბადების დღეზე თანაკლასელები მივიდნენ. დადგენილია მისი 14 კონტაქტი. სკოლაში, რომელშიც ის სწავლობს, სასწავლო პროცესი არ შეწყვეტილა.

კახეთში კორონავირუსით ინფიცირების სულ 29 შემთხვევა გამოვლინდა.

კორონავირუსის პანდემიის გამო ქვეყანაში ახალი სასწავლო წელი 15 სექტემბერს განახლდა, თუმცა დიდ ქალაქებში და ზოგ რეგიონში – დისტანციურ რეჟიმში. დისტანციური სწავლა ჯერჯერობით დათქმულია 1 ოქტომბრამდე. სწავლის ეს ფორმა შეეხო რვა ქალაქს – თბილისს, ბათუმს, ქობულეთს, ქუთაისს, ფოთს, რუსთავს, ზუგდიდსა და გორს და ასევე კახეთის, გურიისა და შიდა ქართლის რამდენიმე სოფელს.

ყველა ახალი ამბავი
0