„ევექსის“ კლინიკაში პაციენტების მიღება შეწყდა: სამ თანამშრომელს COVID-19 დაუდასტურდა

© press-service of Moscow City Hall / გადასვლა მედიაბანკშიპალატა
პალატა - Sputnik საქართველო
გამოწერა
მიუხედავად რთული ვითარებისა, ხელისუფლება ქვეყანაში და, კერძოდ, ბათუმში საგანგებო მდგომარეობისა და კარანტინის გამოცხადებას არ გეგმავს.

თბილისი, 17 სექტემბერი – Sputnik. კომპანია „ევექსის“ ბათუმის კლინიკის სამ თანამშრომელს COVID-19 დაუდასტურდა, რის გამოც კლინიკამ პაციენტების მიღება შეწყვიტა, იუწყება „აჭარის ტელევიზია“. 

ამირან გამყრელიძე - Sputnik საქართველო
გამყრელიძე: საქართველო კვლავ „მწვანე ზონად“ ითვლება

ბოლო პერიოდში კორონავირუსის გავრცელების მხრივ საქართველოს რეგიონებს შორის აჭარა „ლიდერობს“. ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 179 ახალი შემთხვევიდან 126 აჭარას უკავშირდება.

ამ ეტაპზე სამედიცინო დაწესებულებაში ტარდება სადეზინფექციო სამუშაოები, მიმდინარეობს კონტაქტების მოძიება და იდენტიფიცირებული პირების თვითიზოლაციაში ან კარანტინში გადაყვანა. კორონავირუსით დაავადებული სამივე პირი სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

ბათუმში ასევე გაიზარდა კორონავირუსით ინფიცირებული ორსულების რაოდენობა. ბათუმის სამშობიარო სახლში კორონავირუსით ინფიცირებულ 13 პაციენტს მკურნალობენ. 

ექიმების განცხადებით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და ინფექცია ყველასთან უსიმპტომოდ მიმდინარეობს.

ბათუმში კორონავირუსი დაუდასტურდა ორ ადვოკატსაც, რის გამოც ბათუმის საქალაქო სასამართლო მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა. 

ლაბორატორია - Sputnik საქართველო
აჭარა კვლავ „ლიდერია“: რომელ რეგიონებს უკავშირება კორონავირუსის ახალი შემთხვევები

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, რეგიონში ამ დროისთვის 500 საწოლია მობილიზებული, მათგან 150-ზე მეტი თავისუფალია.

აჭარაში შექმნილი ეპიდვითარების გამო ხელისუფლებამ რიგი შეზღუდვები დააწესა. ბათუმის შესასვლელებში პოლიციის სპეციალური საკონტროლო პუნქტები განთავსდა, სადაც მოქალაქეებს თერმოსკრინინგი უტარდებათ. მაღალი ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში მოქალაქეს PCR-ტესტი ჩაუტარდება. აღნიშნულ პუნქტებზე კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების მონიტორინგი პოლიციამ უწყვეტ რეჟიმში დაიწყო. 

მიუხედავად რთული ვითარებისა, ხელისუფლება ქვეყანაში და, კერძოდ, ბათუმში საგანგებო მდგომარეობისა და კარანტინის გამოცხადებას არ გეგმავს.

ამ დროისათვის ქვეყანაში კორონავირუსის 2937 დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა. სულ გამოჯანმრთელდა 1422 ადამიანი. გარდაცვლილია – 19. საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0