ბათუმის საქალაქო სასამართლო დისტანციურ მუშაობაზე გადადის – ორ ადვოკატს კორონავირუსი აქვს

© photo: Sputnik / Stringerბათუმის საქალაქო სასამართლო
ბათუმის საქალაქო სასამართლო - Sputnik საქართველო
გამოწერა
კორონავირუსი უკვე მართლმსაჯულებას უქმნის დაბრკოლებებს – აჭარაში ვირუსი ორ ადვოკატს დაუდგინდა. ბათუმის საქალაქო სასამართლოში COVID-19-ზე ყველას ამოწმებენ.

თბილისი, 17 სექტემბერი – Sputnik. ბათუმში ორ ადვოკატს, რომლებსაც უშუალო შეხება აქვთ საქალაქო სასამართლოსთან, კორონავირუსი დაუდგინდა. ამის გამო სასამართლო დისტანციური მუშაობის რეჟიმზე გადავიდა, იუწყება აჭარის ტელევიზია.

ტელეარხის ინფორმაციით, ახლა პროცესებს მხოლოდ მხარეები დაესწრებიან.

ლაბორატორია - Sputnik საქართველო
აჭარა კვლავ „ლიდერია“: რომელ რეგიონებს უკავშირება კორონავირუსის ახალი შემთხვევები

როგორც სასამართლოში განაცხადეს, თუ კანონით გათვალისწინებული ვადები არ დაირღვევა, ასეთ შემთხვევაში საქმეების განხილვა გადაიდება, დანარჩენ შემთხვევებში კი სასამართლო პროცესი ონლაინ–ფორმატში წარიმართება.

სასამართლოს მენეჯერის განცხადებით, მოსამართლეებსა და სასამართლოს თანამშრომლებს კორონავირუსზე დღეს შეამოწმებენ. ჯერჯერობით უცნობია, როდის განაახლებს სასამართლო ჩვეულ რეჟიმში მუშაობას.

გასულ დღე-ღამეში აჭარაში კორონავირუსის 126 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

სასამართლოები მუშაობას დისტანციურ რეჟიმში განაგრძობენ>>

ამ დროისთვის საქართველოში სულ დაფიქსირებულია ინფექციის 2937 შემთხვევა, აქედან ბოლო დღე-ღამეში გამოვლინდა 179. სულ გამოჯანმრთელდა 1422 ადამიანი, გარდაიცვალა 19 პაციენტი.

ყველა ახალი ამბავი
0