სასამართლოები მუშაობას დისტანციურ რეჟიმში განაგრძობენ

© photo: Sputnik / Maxim Bogodvid / გადასვლა მედიაბანკშიმოსამართლის ჩაქუჩი
მოსამართლის ჩაქუჩი - Sputnik საქართველო
გამოწერა
იუსტიციის უმაღლეს საბჭოს აქვს ვებ-გვერდი, რომლის მეშვეობითაც საქართველოს მოქალაქეები ყველა საჭირო მომსახურების მიღებას შეძლებენ.

თბილისი, 16 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო კორონავირუსის პანდემიის გამო სასამართლო სხდომების დისტანციურ რეჟიმში ჩატარების რეკომენდაციით გამოდის. ამის შესახებ საბჭოს მდივანმა გიორგი მიქაუტაძემ განაცხადა.

ფიქსირდება თუ არა COVID-19 პენიტენციურ დაწესებულებებში>>

საბჭოს სხდომაზე სამშაბათს მუშაობის ონლაინ–რეჟიმზე გადასვლის დროს გამოვლენილი პრობლემები განიხილეს. აღინიშნა, რომ სპეციალისტები განაგრძობენ მუშაობას ტექნიკური ხარვეზების გამოსწორებაზე, როგორიცაა ინტერნეტის ხარისხი და პროგრამირება.

არჩილ თალაკვაძე - Sputnik საქართველო
საქართველოს პარლამენტს შესწორებები შეაქვს კანონში „საერთო სასამართლოების შესახებ“

„ვინაიდან ყველა ვხედავთ, რომ იზრდება ინფიცირებულთა რიცხვი, მივიღეთ რეკომენდაციები, რომ კვლავ დისტანციურად წარიმართოს პროცესები, ასევე მოხელეებმა მაქსიმალურად თავი შეიკავონ, მათივე უსაფრთხოებიდან გამომდინარე, სასამართლოს შენობებში გამოცხადებისგან, თუ ამის აუცილებლობა არ არსებობს. გვაქვს საიტი, რომელიც ემსახურება მოქალაქეებს და მათ შეუძლიათ მიიღონ მომსახურება მათთვის სასურველი სერვისებზე“, – განაცხადა მიქაუტაძემ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომის შემდეგ.

საქართველოში გუშინ კორონავირუსის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი გამოავლინეს – 170 შემთხვევა. ამ დროისთვის COVID–ცენტრებში რჩება 1154 ინფიცირებული პაციენტი. აქედან ხუთის მდგომარეობა კრიტიკულია, 35-ის – მძიმე.

ყველა ახალი ამბავი
0