დისტანციური სწავლა მოქმედებაში: „ტელესკოლა“ სტარტს 15 სექტემბერს აიღებს

CC0 / Pixabay / ბიჭი ტელევიზორს უყურებს
ბიჭი ტელევიზორს უყურებს - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ სასარგებლო პროექტის გაკვეთილები მოიცავს მთლიან სასწავლო გეგმას და დაეხმარება მოსწავლეებს არ ჩამორჩნენ პროგრამას

თბილისი, 13 სექტემბერი — Sputnik. საგანმანათლებლო პროექტი „ტელესკოლა“, რომელიც საქართველოს სკოლების მოსწავლეებს დისტანციურ გაკვეთილებს სთავაზობს, სტარტს 15 სექტემბერს, დილის 9:00 საათზე აიღებს, იუწყება პირველი არხი.

გოგონა დისტანციურად ამზადებს გაკვეთილებს - Sputnik საქართველო
განათლების სამინისტრო სკოლებს დისტანციური სწავლებისთვის პლატფორმა Feedc Edu-ს სთავაზობს

სასწავლო პროცესი სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში 15 სექტემბერს დაიწყება. მაგრამ დიდ ქალაქებში - თბილისში, ქუთაისში, რუსთავში, გორში, ზუგდიდსა და ფოთში სწავლა 1 ოქტომბრამდე დისტანციურად წარიმართება. იგივე შეზღუდვები დაწესდა ასევე ბათუმში, ხელვაჩაურსა და ქობულეთში, სადაც ინფიცირების ბევრი შემთხვევა გამოვლინდა. სავარაუდოდ, 1 ოქტომბრის შემდეგ სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში გაგრძელდება.

„ტელესკოლა“ განათლების სამინისტროსა და საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთობლივი პროექტია, რომელმაც სტარტი 30 მარტს აიღო. განათლების სამინისტრომ მოამზადა გაკვეთილების ცხრილი, რომელიც მოიცავს საქართველოს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ დისციპლინებს.

როგორ წარიმართება დისტანციური სწავლება სკოლებში – მინისტრმა ბრძანება გამოსცა >>

ტელეგაკვეთილებს გამოცდილი მასწავლებლები ატარებენ. გაკვეთილები მოიცავს როგორც ქართულ, ასევე არაქართულენოვან სექტორს (სომხური, აზერბაიჯანული). ტელეგაკვეთილები უზრუნველყოფილია სურდოთარგმანით.

განათლების სამინისტრო - Sputnik საქართველო
საზღვარგარეთიდან საქართველოში სწავლის გაგრძელებას მხოლოდ 22 სტუდენტი შეძლებს

„ასევე, ჩვენ გვქონდა პროექტები, რომლებიც არის სასწავლო პროცესის დამატებითი რესურსი. ეს პროექტებიც ჩაეშვება ეთერში. ჩვენ ყველანი ველოდით, რომ სრულყოფილად დაიწყებოდა სასწავლო პროცესი, მაგრამ ამ ეტაპისთვისაც მზად ვართ და ვფიქრობთ, რომ ჩვენი გაკვეთილებით ძალიან დავეხმარებით, როგორც მოსწავლეებს, ასევე მასწავლებლებს“, – განაცხადა საგანმანათლებლო პროექტ „ტელესკოლის“ გენერალურმა პროდიუსერმა, თამარ ციციშვილმა.

„ტელესკოლის“ ფარგლებში ყველა კლასისთვის 15-წუთიანი გაკვეთილი იქნება, კვირაში ერთხელ ერთ საგანში.

არის ერთი სიახლე: ინგლისურის გაკვეთილები არა მხოლოდ მოსწავლეებისთვის, არამედ მათი მშობლებისთვის ჩატარდება.

 

ყველა ახალი ამბავი
0