ფილარმონიასთან აფეთქებისას დაშავებული ერთ-ერთი მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა

© photo: Sputnik / Stringerაფეთქება ფილარმონიასთან
აფეთქება ფილარმონიასთან - Sputnik საქართველო
გამოწერა
შემთხვევის ადგილზე ამ დრომდე მობილიზებული არიან სამართალდამცველები, სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლები და სასწრაფო დახმარების ექიმები. ტარდება საგამოძიებო მოქმედებები.

თბილისი, 4 სექტემბერი — Sputnik. თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზთან ახლოს მომხდარი აფეთქებისას დაშავებული ახალგაზრდა მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა. ის ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკაშია გადაყვანილი.

აფეთქება ფილარმონიასთან - Sputnik საქართველო
ერთი გარდაცვლილი და სამი დაშავებული: რამ გამოიწვია აფეთქება ფილარმონიასთან

ალადაშვილის კლინიკის ექიმის ლევან ბესელიას განცხადებით, პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ სტაბილური. ის კლინიკაში შეყვანის მომენტისთვის გონზე იყო. აღენიშნება დამწვრობა, მრავლობითი ექსკორაციები, ჭრილობები მხრის, კისრისა და გულ-მკერდის არეში.

რაც შეეხება კიდევ ერთ დაშავებულს, შუახნის მამაკაცის მდგომარეობა სტაბილურია. ის რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპისთვის სტაბილურია და კვლევები უტარდება.

კიდევ ერთი დაშავებული ხეჩინაშვილის კლინიკაშია გადაყვანილი და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ განცხადება კლინიკაში 18:00 საათზე გაკეთდება.

112 შემთხვევის ადგილზე - Sputnik საქართველო
აფეთქება ფილარმონიასთან – არის მსხვერპლი

თბილისში, ფილარმონიასთან ახლოს, კლუბ „დეჟავუში" სარემონტო სამუშაოების დროს, სავარაუდოდ, ჟანგბადის ბალონი აფეთქდა, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შემთხვევის ადგილზე ამ დრომდე მობილიზებული არიან სამართალდამცველები, სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლები და სასწრაფო დახმარების ექიმები. ტარდება საგამოძიებო მოქმედებები.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ყველა ახალი ამბავი
0