თბილისი, 4 სექტემბერი — Sputnik. რამდენიმე წუთის წინ ფილარმონიასთან აფეთქება მოხდა. ტელეკომპანია „ფორმულის“ ინფორმაციით, არის მსხვერპლი – გარდაიცვალა ერთი, ხოლო დაშავდა ორი ადამიანი.
წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება სადღესასწაულო ცენტრ „დეჟავუში“ მოხდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლის განცხადებით, ერთ-ერთ შენობაში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა, რა დროსაც ჟანგბადის ბალონი აფეთქდა.
„დაშავდა ორი მუშა, რომლებიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა გადაიყვანა საავადმყოფოში. სამწუხაროდ, ერთი მამაკაცი გარდაიცვალა. აფეთქებას ხანძარი არ მოჰყოლია“, – განაცხადა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომელმა.
ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორია პოლიციის თანამშრომლებს სპეციალური ლენტით აქვს შემოსაზღვრული და იქ შესაბამისი სამუშაოები მიმდინარეობს.
სრული მასალა მზადების პროცესშია