ერთი გარდაცვლილი და სამი დაშავებული: რამ გამოიწვია აფეთქება ფილარმონიასთან

© Sputnik / Alex Shlamovაფეთქება ფილარმონიასთან
აფეთქება ფილარმონიასთან - Sputnik საქართველო
გამოწერა
შემთხვევის ადგილზე ამ დრომდე მობილიზებული არიან სამართალდამცველები, სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლები და სასწრაფო დახმარების ექიმები.

თბილისი, 4 სექტემბერი - Sputnik. თბილისში, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზთან ახლოს, კლუბ „დეჟავუში" სარემონტო სამუშაოების დროს, სავარაუდოდ, ჟანგბადის ბალონი აფეთქდა, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

112 შემთხვევის ადგილზე - Sputnik საქართველო
აფეთქება ფილარმონიასთან – არის მსხვერპლი

კოსტავას გამზირზე აფეთქება ცოტა ხნის წინ მოხდა. აფეთქების შედეგად დაშავდა სამი ადამიანი, ერთი მამაკაცი კი მიღებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა.

დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს.

შემთხვევის ადგილზე ამ დრომდე მობილიზებული არიან სამართალდამცველები, სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლები და სასწრაფო დახმარების ექიმები. ტარდება საგამოძიებო მოქმედებები.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ყველა ახალი ამბავი
0