„პირველი არხის“ ხელმძღვანელობა ბომბის შესახებ ზართან დაკავშირებით გამოკითხეს

© photo: Sputnikსაზოგადოებრივი მაუწყებლის შენობა
საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
პოლიცია გამოძიებას შეუდგა, რომელმაც უნდა დაადგინოს, ვინ და რა მიზნით ცდილობდა ტელეარხის მუშაობის ჩაშლას.

თბილისი, 25 აგვისტო — Sputnik. საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობაში ბომბის შესახებ ცრუ შეტყობინებასთან დაკავშირებით პოლიციამ არხის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი თინათინ ბერძენიშვილი და მიმდინარე ამბების ბლოკის დირექტორი გიორგი გვიმრაძე გამოკითხა, იუწყება „პირველი არხი“.

„პირველი არხის“ შენობაში, შესაძლოა, ბომბია>>

პირველი არხის „ცხელ ხაზზე“ უცნობმა პირმა დარეკა და განაცხადა, რომ შენობაში ბომბია. ტელეკომპანიის ადმინისტრაციამ სასწრაფოდ გაიყვანა შენობიდან თანამშრომლები და ზარის შესახებ შსს-ს აცნობა. ფაქტზე გამოძიება ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების მუხლით დაიწყო.

„გამოძიება დაიწყო ამ ფაქტზე. დეტალურად მოვუყევით, რა მოხდა ზარის შემოსვლის მერე, შემდეგ განვითარებული პროცესები. შენობის დათვალიერებას და შემოწმებას ვგულისხმობ. ჩვენი მხრიდან ყველა ინფორმაცია იყო მიწოდებული, ასევე ამოღებულია ჩანაწერი ტელეფონიდან, სადაც ეს შეტყობინება შემოვიდა“, – განაცხადა ბერძენიშვილმა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობა - Sputnik საქართველო
„პირველი არხის“ შენობაში ბომბი არ აღმოჩნდა

გვიმრაძის განცხადებით, ჯერჯერობით არ არის იდენტიფიცირებული პირი, რომელმაც არხის „ცხელ ხაზზე“ დარეკა.

„აინტერესებდათ, რა ინფორმაციას ვფლობთ მიღებულ შეტყობინებასთან დაკავშირებით, რა დროს გავიგე ამ შეტყობინების შესახებ. გამოძიება დაწყებულია და მიმდინარეობს ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების მიმართულებით. ამ დროისთვის, სამწუხაროდ, ჯერ არ არის იდენტიფიცირებული ზარის განმახორციელებლის ვინაობა, თუმცა ვიმედოვნებთ, რომ უახლოეს ხანებში გახდება ცნობილი“, – განაცხადა გვიმრაძემ.

გამოკითხვა ერთ საათზე მეტხანს გაგრძელდა.

სამართალდამცველები შენობაში ოთხ საათზე მეტხანს მუშაობდნენ. ადგილზე იმყოფებდნენ გამნაღმველები. მიუხედავად საგამოძიებო მოქმედებებისა, საზოგადოებრივი მაუწყებლის ტელევიზია და რადიო შეუფერხებლად მუშაობდა.

ყველა ახალი ამბავი
0