„პირველი არხის“ შენობაში, შესაძლოა, ბომბია

© Sputnik / Alexander Imedashviliსაზოგადოებრივი მაუწყებლის შენობა
საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
„პირველი არხის“ შენობიდან თანამშრომლების ევაკუაცია განხორციელდა. ამ დროისათვის ტერიტორიაზე შესაბამისი სამსახურები მუშაობენ.

თბილისი, 24 აგვისტო – Sputnik. საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხის“ შენობიდან თანამშრომლების ევაკუაცია განხორციელდა, იუწყება თავად „პირველი არხი“.

ტელეარხის „ცხელ ხაზზე“ ცოტა ხნის წინ შევიდა ზარი, რომ შენობაში ბომბია.

ამის გამო „პირველი არხის“ შენობიდან თანამშრომლების ევაკუაცია განხორციელდა. ამ დროისთვის შენობაში შესაბამისი სამსახურები მუშაობენ.

მიუხედავად ექსტრემალური სიტუაციისა, „პირველი არხის“ ტელე- და რადიოთერი შეფერხების გარეშე გრძელდება.

ყველა ახალი ამბავი
0