„უკვე შტაბები გადააქვთ“ - რას ამზადებს აშშ-ის არმია აღმოსავლეთ ევროპაში

© photo : Master Sgt. Alejandro Liceaამერიკელი სამხედრო
ამერიკელი სამხედრო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამერიკელები რუსეთის საზღვრებთან სამხედრო ძალების მობილიზებას განაგრძობენ. სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ და პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა მარიუშ ბლაშჩაკმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლითაც პენტაგონი ქვეყანაში დამატებით ათას ჯარისკაცს გადაისვრის.

ანდრეი კოცი

იგივე შეთანხმების საფუძველზე, ასევე გადაიყვანს სახმელეთო ჯარების მეხუთე კორპუსის სარდლობას. ვაშინგტონში არ მალავენ, რომ ამ ყველაფრის ერთადერთი მიზანი - ევროპის მიმართულებით რუსეთის შესაძლებლობების შეზღუდვაა. 

რუსეთთან გამკლავება

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ვარშავა ვაშინგტონს სამხედრო დახმარების თხოვნით მიმართავს. ჯერ კიდევ 2018 წელს პოლონეთმა აშშ-ს შესთავაზა ქვეყანაში ამერიკული ჯავშანსატანკო ბრიგადის განთავსება და ამისათვის ერთ-ნახევარი-ორი მილიონი დოლარის ხარჯის გაწევის მზადყოფნაც გამოხატა. პრეზიდენტმა ანჟეი დუდამ ახალი ბაზისთვის სახელწოდებაც კი მოიფიქრა: „ფორტ ტრამპი“. როგორც ჩანს, აშშ-ის ლიდერს ვარშავის ლოიალობაში ეჭვი რომ არ შეჰპარვოდა. თავდაცვის მინისტრმა მარიუშ ბლაშჩაკმა კი განაცხადა, რომ ბაზის გახსნა - გადაწყვეტილი საკითხი იყო.  

კოსმოსური სადგური - Sputnik საქართველო
მოსაზრება: ამერიკელი სამხედროები დედამიწის ორბიტის დაპყრობას აპირებენ

შეგახსენებთ, რომ პოლონეთში როტაციის საფუძველზე ისედაც განთავსდა ამერიკული სამხედრო კონტინგენტი. თუმცა ოფიციალური ვარშავასთვის ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. მთელი გასული წელი პოლონელი პოლიტიკოსები და მასმედია ამტკიცებდნენ, რომ სწორედ მათი ქვეყანა, და არა გერმანია, უნდა გამხდარიყო აშშ-ის ჯარების მთავარი ბაზა ევროპაში. საუბარი აღმოსავლეთით ტაქტიკური ბირთვული იარაღის გადატანასაც კი შეეხო. რაც, თითქოს, აუცილებელი იყო „აგრესიულ რუსეთთან“ გასამკლავებლად.

შედეგად გერმანიას ცოტა ხანში დატოვებს 12 ათასი ამერიკელი ჯარისკაცი და ოფიცერი. ნახევარი აშშ-ში დაბრუნდება, დანარჩენი კი სხვა ევროპულ ქვეყნებში, მათ შორის, პოლონეთშიც გადანაწილდება. ვარშავაში ჯავშანსატანკო ბრიგადის გაგზავნა პენტაგონში საჭიროდ არ ჩათვალეს და „ფორტ ტრამპი“ ქაღალდზე დარჩა. ამის მიუხედავად, ეს გაძლიერებაც საკმაოდ მნიშვნელოვანია.

ჯარი და ინფრასტრუქტურა

ვარშავასა და ვაშინგტონს შორის დადებული ხელშეკრულება ითვალისწინებს არა მხოლოდ ჯარების გადასროლას, არამედ აშშ-ის შეიარაღებული ძალების მოწინავე სამეთაურო-საშტაბო ინფრასტრუქტურისა და საბრძოლო მზადყოფნის ცენტრების განვითარებას, სამხედრო ქვედანაყოფებისა და საბრძოლო მომზადებისთვის პირობების შექმნას და სხვ. რუსმა დიპლომატებმა შექმნილი ვითარების გამო შეშფოთება უკვე გამოხატეს.

 „კვლავ ვამახვილებთ ყურადღებას, რომ ამერიკული სამხედრო ძალების გაძლიერება უსაფრთხოების პრობლემებს არ აგვარებს, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ. - პირიქით, ის მხოლოდ აღრმავებს ისედაც რთულ ვითარებას ჩვენს საზღვრებთან, ხელს უწყობს დაძაბულობის და გადაულახავი ინციდენტების რისკების ზრდას. ნატოში გვარწმუნებენ, რომ ეს გაძლიერება - ცალსახად არ არის როტაციული ხასიათის. მაგრამ ესაა სინამდვილის დამახინჯების მცდელობა. ახალი შეთანხმების რეალიზება ხარისხობრივად გაამყარებს პოლონეთში აშშ-ის ძალების შემტევ პოტენციალს“.

რუსეთის სამხედრო პოლიცია იდლიბში - Sputnik საქართველო
მოსაზრება: დასავლეთმა პირველად აღიარა რუსეთის წარმატება სირიაში

სენატორმა ალექსეი პუშკოვმა აშშ-ის პოლონეთში ჯარის გადასროლის გეგმებს უწოდა რუსეთი-ნატოს ფუძემდებელი აქტის მორიგი დარღვევა. ეს დოკუმენტი უკრძალავს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს ჯარის რიცხოვნობის გაზრდას აღმოსავლეთ ევროპის იმ ქვეყნებში, რომლებიც ნატოში 1997 წლის შემდეგ გაწევრიანდნენ. პოლონეთი, როგორც ცნობილია, დასავლეთის სამხედრო ბლოკს 1999 წელს შეუერთდა. თუმცა 2014 წლიდან ამერიკელები, როგორც წესი, ფუძემდებელ აქტს იგნორირებას უკეთებენ და მეთოდურად ეწევიან ჯარებისა და სამხედრო ინფრასტრუქტურის მობილიზებას რუსეთის საზღვრებთან.

ჩეხები წინააღმდეგი არიან

ამერიკელები სხვა ვარიანტებსაც იხილავდნენ. თუმცა ყველა მოკავშირე არ იწვის სურვილით, მიიღოს ოკეანის მიღმა სტუმრები. აგვისტოს შუა რიცხვებში, მაგალითად, ჩეხეთის პრემიერმა ანდრეი ბაბიშმა აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოსთან შეხვედრის წინ განაცხადა, რომ პრაღა ვერ ხედავდა ქვეყნის ტერიტორიაზე ამერიკელი სამხედრო ძალების განთავსების საფუძველს. მისი თქმით, დამატებითი ძალების განთავსებას არავითარი აზრი არა აქვს.

„ეს არ გამკვირვებია, - აღნიშნა რადიო Sputnik-ის ეთერით ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორმა ვადიმ ტრუხაჩევმა. - ჩეხეთში ამერიკული რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის ობიექტების განთავსების საკითხი ადრეც იხილებოდა და მოსახლეობის თითქმის სამი მეოთხედი წინააღმდეგი აღმოჩნდა. ჩეხეთის ტერიტორიაზე ამერიკული სამხედრო ბაზის იდეა პოპულარული არ არის. შემიძლია ვივარაუდო, რომ ქვეყნის პარლამენტში წარმოდგენილი ცხრა პარტიიდან ხუთი წინააღმდეგი იქნება“.

ექსპერტმა ხაზი გაუსვა, რომ ჩეხეთში ახსოვთ 1938-1939 წლები, როდესაც ქვეყნის ბედი მის ზურგს უკან წყდებოდა. და ჩეხების უმეტესობას არ სურს, რომ უცხოელი სამხედროები, მათ შორის, ამერიკელები, მათ სამშობლოში იყვნენ განთავსებული.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო - Sputnik საქართველო
მოსაზრება: ეს არის ნაბიჯი სამყაროს აღსასრულისკენ

გერმანიაზე განაწყენებული

დონალდ ტრამპმა პენტაგონს ივნისში გერმანიიდან ამერიკული სამხედრო კონტინგენტის გამოყვანის გეგმის შემუშავება დაავალა. გონივრული ახსნა-განმარტების გარეშე, მაგრამ ექსპერტთა დიდი ნაწილი დარწმუნებულია: ვაშინგტონი საბოლოოდ განაწყენდა ბერლინზე, რომელმაც ზედიზედ რამდენჯერმე უთხრა უარი ნატოს ფარგლებში თავდაცვის ხარჯის მშპ-ს ორ პროცენტამდე გაზრდის მოთხოვნაზე.

მოკავშირეთა შორის განხეთქილებაში განსაკუთრებული წვლილი აშშ-ის ყოფილ ელჩს, რიჩარდ გრენელს მიუძღვის, რომელიც გერმანულ კომპანიებს სანქციებით ემუქრებოდა „ჩრდილოეთის ნაკადი-2“ გაზსადენის მშენებლობაში მონაწილეობისთვის და აკრიტიკებდა გერმანიის პოზიციას ირანის ბირთვულ გარიგებასთან დაკავშირებით. ბერლინში დიპლომატის გამონათქვამები სახელმწიფოს სუვერენულ პოლიტიკაში ჩარევად შეაფასეს.

ივლისის ბოლოს ტრამპმა ტვიტერზე დაწერა: „გერმანია რუსეთს წელიწადში მილიარდობით დოლარს უხდის ენერგიისთვის, ჩვენ კი გერმანია რუსეთისგან უნდა დავიცვათ. სად გაგონილა?“ ამგვარად, აშშ-ის პრეზიდენტმა უნებურად ფარდა ახადა „კრემლის აგრესიის შესაკავებლად“ ნატოს აღმოსავლეთ საზღვრებზე აშშ-ის სამხედრო ძალების განთავსების მთელ აბსურდულობას. თუ რუსეთი ალიანსის ქვეყნებს ომს გამოუცხადებს, ვინღა მიჰყიდის ევროპას ნავთობსა და გაზას?

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს!

ყველა ახალი ამბავი
0