მოსაზრება: ამერიკელი სამხედროები დედამიწის ორბიტის დაპყრობას აპირებენ

© Roscosmos / Ivan Vagnerკოსმოსური სადგური
კოსმოსური სადგური - Sputnik საქართველო
გამოწერა
გასული წლის დეკემბერში აშშ-ში შექმნილი კოსმოსური ძალების სარდლობამ პირველი სამხედრო დოქტრინა გამოაქვეყნა.

ანდრეი კოცი

დოქტრინა ბრძოლის ველის სრულ კონტროლზე აყვანას, მოწინააღმდეგის გეგმების წინასწარ დაზვერვასა და მის გაძევებას მოიაზრებს დედამიწის ახლო ორბიტიდან. დოკუმენტის 64 გვერდზე ახალი ჯარების ამოცანები და მიზნებია ჩამოყალიბებული და ასევე აღწერილია მათი უპირატესობა შეიარაღებული ძალების სხვა სახეობების მიმართ.

სიმაღლის აღება

ძირითადი გზავნილი: კოსმოსი აშშ-ის შეიარაღებული ძალების წინაშე უნიკალურ შესაძლებლობებს ხსნის საბრძოლო ოპერაციების დაგეგმვისა და ჩატარების კუთხით. დოკუმენტის ავტორები შეგვახსენებენ, რომ ჯარების სარდლები უძველესი დროიდან ცდილობდნენ დაეკავებინათ მაღლობები და სტრატეგიული უპირატესობა მიეღოთ. ანუ დაენახათ მოწინააღმდეგის მანევრები, დაუბრკოლებლად ეთვალთვალათ ბრძოლის ველისთვის, გამოერიცხათ მოულოდნელი შეტევის შესაძლებლობა. ყველაზე ხელსაყრელი პოზიცია კი XXI საუკუნეში ― დედამიწის ახლო ორბიტაა. და ის, პენტაგონის აზრით, სწორედ აშშ-ის კოსმოსურმა ძალებმა უნდა აკონტროლოს.

რუსეთის სამხედრო პოლიცია იდლიბში - Sputnik საქართველო
მოსაზრება: დასავლეთმა პირველად აღიარა რუსეთის წარმატება სირიაში

სამხედრო ოპერაციები კოსმოსში განიხილება როგორც საბრძოლო მოქმედებების წარმოების განსაკუთრებული სფერო და არა როგორც სხვა ტიპის შეიარაღებული ძალების კომპეტენციის სფერო. ორბიტაზე უნდა იყო აგრესიული, რათა „მიაღწიო უპირატესობას“. აღნიშნული დოქტრინის თანახმად, კოამოსში შეტევების განხორციელებაა საჭირო.

„შეტევის ოპერაციების სამიზნე მოწინააღმდეგის კოსმოსური შესაძლებლობებისა და კოსმოსური თავდაცვის სისტემების, მტრის ძალების ეფექტურობისა და მომაკვდინებლობის შემცირებაა, ― ხაზგასმულია დოკუმენტში. ― საჭიროა უპირატესობისა და ასევე არამეგობრული სახელმწიფოების კოსმოსური მისიების წინასწარ ნეიტრალიზების შესაძლებლობის მოპოვება“.    

და საუბარია არა მარტო რაკეტსაწინააღმდეგო საშუალებებზე, არამედ „მოწინააღმდეგის ყველანაირ ანტითანამგზავრულ პოტენციალზე“. ამერიკელები ასევე თავად იტოვებენ თავდაცვითი ოპერაციების უფლებას „მტრის თავდასხმითი საშუალებების ნეიტრალიზებისა და საფრთხეების დონის შესამცირებლად“.

დაჯგუფების გაზრდა

კოსმოსური ძალები დედამიწის ახლო ორბიტის „უსაფრთხოებაზე“, მასზე აშშ-ის და მისი მოკავშირეების წვდომაზე აგებს პასუხს. ამასთან მოახდენს საბრძოლო სიძლიერის პროეცირებას, რათა დააშინოს ოპონენტი და ქცევის შეცვლა აიძულოს. ტვირთებსა და პერსონალს მრავალჯერადი ხომალდები გადაზიდავენ, ხოლო ინფორმაციის ტაქტიკურ, ოპერატიულ და სტრატეგიულ დონეებზე სწრაფად გადასაცემად მძლავრი თანამგზავრული დაჯგუფების შექმნა გახდება საჭირო. განსაკუთრებული როლი ენიჭება დაზვერვის, თვალთვალისა და კავშირის ატმოსფეროს მიღმა აპარატებს ― ამერიკის კოსმოსში სამხედრო ყოფნის ღერძს.  

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო - Sputnik საქართველო
მოსაზრება: ეს არის ნაბიჯი სამყაროს აღსასრულისკენ

საიდუმლო არაა, რომ აშშ და მისი ნატოელი მოკავშირეები აქტიურად იყენებენ თანამგზავრებს. სწორედ კოსმოსშია თავმოყრილი ჯარებისა და იარაღის, დაზვერვის, კავშირისა და ნავიგაციის ძირითადი საშუალებები. ორბიტაზე სამხედრო და ორმაგი დანიშნულების დაახლოებით ათასამდე დასავლური აპარატი მორიგეობს.  

რუსული კოსმოსური ძალები ფლობს ტექნიკურ საშუალებებსა და სპეციალისტებს, რომლებსაც დასავლური თანამგზავრების მოქმედებების აღმოჩენა შეუძლიათ წყალსა თუ ხმელეთზე.   

ორბიტული დაჯგუფების ქცევა ბევრს მეტყველებს სავარაუდო მოწინააღმდეგის განზრახვებზე. კერძოდ, დიდი სიზუსტით შეიძლება გაკეთდეს პროგნოზი მასირებული სარაკეტო-საავიაციო დარტყმის მომენტზე საჰაერო იერიშის ფარგლებში.

დოქტრინის ავტორებს მიაჩნიათ, რომ აშშ-ის არც ერთ ოპონენტს არ უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, მიიღოს ნებისმიერი ინფორმაცია ამერიკულ ორბიტულ დაჯგუფებებზე. ამისათვის პერსპექტიული თავდაცვითი პროექტების სააგენტოში DARPA უკვე რამდენიმე წელია ახორციელებენ პროგრამა Blackjack-ს, რომელიც ახლო ორბიტაზე ერთ ქსელში გაერთიანებული ორასამდე თანამგზავრის გაყვანას ითვალისწინებს.

აშშ-ში მოუწოდებენ, რომ მოაწესრიგონ ამერიკული კოსმოსური დარგი. ის ჩამორჩება კონკურენტების სამხედრო პროექტებს, რაც შეიძლება შტატების ეროვნულ უსაფრთხოებას ემუქრებოდეს. უპირველესად, ამერიკელები საკუთარი თანამგზავრების გამო ღელავენ.

მიიჩნევა, რომ ამ აპარატების მცირე ზომები კოსმოსური დაზვერვის საშუალებებს გაურთულებს მათ აღმოჩენას, ხოლო დიდი რაოდენობა ― მათ განადგურებას გააძნელებს. დაჯგუფებების განთავსება, პენტაგონის გეგმებით, უკვე 2022 წელს დაიწყება.

საბრძოლო მანქანა მაკედონია-საბერძნეთის საზღვარზე  - Sputnik საქართველო
ექსპერტის მოსაზრება: რაში სჭირდება ნატოს ჩრდილოეთი მაკედონია

ვარსკვლავური ომები

ბევრი ექსპერტი დარწმუნებულია, რომ საქმე თანამგზავრებით არ შემოიფარგლება. გამოქვეყნებულ დოკუმენტში ამაზე პირდაპირ საუბრობენ. მაგრამ აშკარაა, რომ ამერიკელები ადრე თუ გვიან ახლო ორბიტაზე საბრძოლო იარაღს განათავსებენ. ამის შესახებ რადიო Sputnik-ს ექსპერტმა ალექსეი პოდბერეზნიკმა განუცხადა.

„საუბარია შემტევ შეიარაღებაზე: კინეტიკურ, ლაზერულ, ელექტრომაგნიტურსა და სხვაზე. ეს ყველაფერი შეიძლება იყოს. წარმოიდგინეთ სიტუაცია, როდესაც ჩვენ თავზე დაფრინავს თანამგზავრი სატვირთო ნაკვეთურში ხუთი-ექვსი კუბური მეტრი მომწამლავი ნივთიერებით. გარკვეულ მომენტში კონტეინერი იღება და ყველაფერი, რაც მასშია, თავზე გვეყრება. ეს ერთ-ერთი ჰიპოთეტური ვარიანტია მრავალს შორის. თუ თანამგზავრებზე შემტევი კოსმოსური შეიარაღება დაიდგმება, მაშინ საბრძოლო საშუალების მიზნამდე მიფრენის დრო მკვეთრად შემცირდება. ახლა თავდაცვის მთელი სისტემა იმაზე იგება, რომ რაკეტის აფრენა დროულად დაფიქსირდეს და განადგურდეს. ხოლო თუ ეს თანამგზავრი ჩვენ თავზე იქნება, მაშინ ფრენა უმოკლეს ტრაექტორიაზე განხორციელდება. ამიტომაც ეს ყველაფერი რეალური საშიშროებაა რუსეთის უსაფრთხოებისთვის“, ― აცხადებს ექსპერტი.

პოდბერეზნიკი ხაზს უსვამს, რომ რუსეთში იქმნება ანტითანამგზავრული სისტემები, რომლებიც შეამცირებს ორბიტიდან თავდასხმის საფრთხეს. მიუხედავად ამისა, ექსპერტი შიშობს, რომ მოსალოდნელია ძვირადღირებული გამალებული შეიარაღება ― ამჯერად კოსმოსში.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს

ყველა ახალი ამბავი
0