ვასამბეკ ბოკოვის პირველი განმარტებები – რატომ ჩამოვიდა ის საქართველოში

© photo: Sputnik / Stringerსუს–ის სპეცოპერაცია თბილისში
სუს–ის სპეცოპერაცია თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბოკოვი ირწმუნება, რომ არანაირი მკვლელობა არ ჰქონია განზრახული, ის მხოლოდ პანკისის ხეობაში ორი ერთმანეთს გადამტერებული ოჯახის შერიგებასა და საავტომობილო ბიზნესის დაწყებას აპირებდა.

თბილისი, 21 აგვისტო – Sputnik. ვასამბეკ ბოკოვი, რომელიც დაკავებულია და რომელზეც არსებობს ეჭვი, რომ ის ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას მკვლელობას ამზადებდა, აცხადებს, რომ ის საქართველოში უკრაინიდან ჩამოვიდა, რათა პანკისის ხეობაში ორ ოჯახს შორის კონფლიქტი მოეგვარებინა. ამის შესახებ მან ტელეკომპანია Rustavi2-სთვის გაგზავნილ წერილში ისაუბრა.

რატომ გამოიძახეს „ტვ პირველის“ მთავარი პროდიუსერი სუს-ში>>

ინგუშეთის მცხოვრები ვასამბეკ ბოკოვის დასაკავებლად თბილისში 12 ივნისს სპეცოპერაცია ჩატარდა. ამ ეტაპზე რუსეთის მოქალაქეს ბრალი დოკუმენტების გაყალბებაში აქვს წარდგენილი. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სუს-მა) დაადასტურა, რომ ის ასევე განზრახ მკვლელობის მომზადების საქმის ფიგურანტია.

ნიკა გვარამია - Sputnik საქართველო
„შეკვეთილი მკვლელობის“ საქმე: ვინ  აწვდის გვარამიას სუს–იდან ინფორმაციებს

სუს-ის განცხადებამდე რამდენიმე საათით ადრე ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ ტელეეთერში განაცხადა, რომ საუბარია შეკვეთილ მკვლელობაზე და რომ დაკავებული ტელეწამყვანის გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა იმის გამო, რომ მან რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს გასული წლის ზაფხულში პირდაპირ ეთერში შეურაცხყოფა მიაყენა. ის ასევე ფიქრობს, რომ თავდასხმა ჩეჩნეთის ლიდერის რამზან კადიროვის დაკვეთით მზადდებოდა.

Rustavi2-მა შეძლო უკან გასამგზავრებელი ბილეთის მოპოვებაც, რომლითაც ბოკოვი საქართველოს დატოვებასა და უკრაინაში გამგზავრებას ზღვით აპირებდა. ეს 14 ივნისს იყო დაგეგმილი, მაგრამ მანამდე ორი დღით ადრე ის დააკავეს – დაქირავებული ბინიდან აიყვანეს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობა - Sputnik საქართველო
იგეგმებოდა თუ არა გიორგი გაბუნიას ლიკვიდაცია? რას ამბობს უსაფრთხოების სამსახური

ბოკოვის უკრაინასთან კავშირებზე მისი დაკავებისთანავე ალაპარაკდნენ. კერძოდ, უკრაინელმა ჟურნალისტებმა ოლეგ დეინეკმა და ვალერი ტოვმაჩმა განაცხადეს, რომ ბოკოვი საქართველოში გაბუნიას მოსაკლავად წავიდა. მათ ამას პოლიტიკური აქცია უწოდეს, რომლის მიზანი საქართველოში სიტუაციის დესტაბილიაცია იყო.

ბოკოვმა პირადად გაუგზავნა წერილი ტელეარხს, სადაც საქართველოში თავისი ვიზიტის მიზნებზე ისაუბრა – ორი დაპირისპირებული ოჯახის შერიგება პანკისის ხეობაში.

„ამ წლის დასაწყისში ჩემმა ახლობლებმა შემატყობინეს, რომ საქართველოში, კერძოდ, პანკისის ხეობაში მოხდა კონფლიქტი, რომელიც გადაიზარდა შეიარაღებულ დაპირისპირებაში. დაპირისპირების შედეგად უნებლიეთ დაიღუპა ერთი ადამიანი, რამაც ისედაც დაძაბული სიტუაცია კიდევ უფრო გაართულა. შეიქმნა საფრთხე, რომ კონფლიქტი კიდევ უფრო მასშტაბურ სახეს მიიღებდა და შედეგებიც შესაბამისი იქნებოდა. ამ საგანგაშო ვითარებამ გადამაწყვეტინა საქართველოში ჩამოსვლა, რათა მომეგვარებინა კონფლიქტი მშვიდობიანი გზით“, – ნათქვამია ბოკოვის წერილში.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო - Sputnik საქართველო
რუსეთის საგარეო უწყება საქართველოში დაკავებული ვასამბეკ ბოკოვის საქმეს აკვირდება

ბოკოვი ასევე წერს, რომ ის საქართველოში საავტომობილო ბიზნესის დაწყებას აპირებდა. მისი თქმით, მან იყიდა ერთი ავტომობილი და მეორის ყიდვას აპირებდა, რათა უკრაინაში გადაეყვანა. ამისთვის კი ოჯახმა მას უკვე გამოუგზავნა თანხა, თუმცა კორონავირუსის პანდემიამ მისი გეგმები ჩაშალა.

რაც შეეხება გაბუნიას, ბოკოვი მასთან რამე კავშირს გამორიცხავს და მისთვის წაყენებულ ბრალს არ აღიარებს.

ჟურნალისტმა გიორგი გაბუნიამ 2019 წლის 7 ივლისს თავის საავტორო გადაცემა „პოსტ-სკრიპტუმში“ (მაშინ გაბუნია „რუსთავი2“-ში მუშაობდა) რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს პირდაპირ ეთერში უწმაწური სიტყვებით შეურაცხყოფა მიაყენა. ეს მოხდა თბილისში ანტისამთავრობო საპროტესტო აქციების ფონზე და რუსეთის მიერ საქართველოსთან საჰაერო მიმოსვლის აკრძალვამდე ერთი დღით ადრე. მაშინ ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ მიუღებლად მიიჩნევს უცენზურო სიტყვების გამოყენებას ტელეარხის პირდაპირ ეთერში, მაგრამ წამყვანის პოზიციას იზიარებს.

ყველა ახალი ამბავი
0