რატომ გამოიძახეს „ტვ პირველის“ მთავარი პროდიუსერი სუს-ში

© Sputnik / Alex Shlamovსუს-ის სპეცოპერაცია
სუს-ის სპეცოპერაცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნოდარ მელაძეს გამოძიებასთან საუბარი მოუწევს სპეცოპერაციის დროს თბილისში დაკავებული რუსეთის მოქალაქის საქმეზე ჟურნალისტური გამოძიების დეტალებზე

თბილისი, 24 ივნისი - Sputnik. ტელეკომპანია „ტვ პირველის“ მთავარი პროდიუსერი ნოდარ მელაძე საქართველოს უსაფრთხოების სამსახურში (სუს-ი) დაკითხვაზე დაიბარეს.

როგორც მელაძემ ჟურნალისტებს დაკითხვამდე განუცხადა, ის რუსეთის მოქალაქე ვასამბეკ ბოკოვისა და „მთავარი არხის“ წამყვანის გიორგი გაბუნიას საქმესთან დაკავშირებით გამოიძახეს.

ნიკა გვარამია - Sputnik საქართველო
„შეკვეთილი მკვლელობის“ საქმე: ვინ  აწვდის გვარამიას სუს–იდან ინფორმაციებს

მისი თქმით, გამოძიება დაინტერესდა ჟურნალისტური გამოძიებით, რომელიც „ტვ პირველის“ რეპორტიორებმა ჩაატარეს.

მელაძემ განმარტა, რომ სიუჟეტში საუბარი იყო რუსეთის მოქალაქე ვასამბეკ ბოლოვზე, რომელიც სპეცოპერაციის დროს დააკავეს. არხის ჟურნალისტები დაუკავშირდნენ ბოკოვის ძმას, რომელმაც განაცხადა, რომ ქავთარაძის ქუჩაზე გადაღებულ ვიდეომასალაში, სადაც სუს-ის თანამშრომლებმა დაკავების ოპერაცია განახორციელეს, მისი ძმა არ არის.

ზურაბიშვილი: დაველოდოთ რუსეთის მოქალაქის საქმეზე გამოძიების დასრულებას>>

„ჩვენს წარმოებაშია ჟურნალისტური გამოძიების მეორე და მთავარი ნაწილი, რომელსაც მაყურებელი ნახავს შაბათს... ამ ჟურნალისტური გამოძიებისას მთავარი კითხვა, რომელსაც გაეცა პასუხი, არის შემდეგი - არის თუ არა დაკავებული პირი ვასამბეკ ბოკოვი, რომელიც ახლა იხდის სასჯელს. ინფორმაცია მოპოვებულია ჟურნალისტური საქმიანობის ფარგლებში და ის ვალდებული არ არის დაასახელოს წყარო, ან მოპოვების გზები. თუ კითხვები იქნება ისეთ საკითხებზე, რომელიც არ ეხება ჟურნალისტური საქმიანობის ფარგლებში მოპოვებულ მასალას, შემდეგ უკვე მოვითხოვთ დაკითხვას მაგისტრატი მოსამართლის ფარგლებში“, - განაცხადა მელაძემ.

რამზან კადიროვი - Sputnik საქართველო
თუ ვინმე ჩემი დავალებით მოქმედებს, ის მას ასრულებს: კადიროვის კომენტარი ბრალდებაზე

სუს-ის განცხადებით, „ტვ პირველის“ მთავარი პროდიუსერი ნოდარ მელაძე უწყებაში „მთავარი არხის“ ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას მკვლელობის მომზადების გამოძიების ფარგლებში დაკითხვაზე დაიბარეს. იმის შესახებ, რომ გაბუნიაზე თავდასხმა მზადდება, საჯაროდ პირველად „მთავარი არხის“ გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა. მისი თქმით, გაბუნიასთან ანგარიშსწორება სურთ იმის გამო, რომ მან გასული წლის ზაფხულში თავის გადაცემაში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შეურაცხყოფა მიაყენა. უფრო მეტიც, მან მკვლელობის შემკვეთად ჩეჩნეთის პრეზიდენტი რამზან კადიროვი დაასახელა.

კადიროვმა უარყო ბრალდება და განაცხადა, რომ მას საერთოდ არ აინტერესებს ბედისგან დაჩაგრული ადამიანების იგავები.

დათანხმდება თუ არა ცნობილი ჟურნალისტი შეთავაზებულ სახელმწიფო დაცვას>>

სუს-მა 15 ივნისს დაადასტურა, რომ შეკვეთილი მკვლელობის მომზადების საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში რუსეთის მოქალაქე ვასამბეკ ბოკოვი დააკავეს.

ყველა ახალი ამბავი
0