18+: ქართულ ტელეარხებზე ასაკობრივი შეზღუდვები დაწესდება

CC0 / Pixabay / ბიჭი ტელევიზორთან
ბიჭი ტელევიზორთან - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში სატელევიზიო გადაცემები ასაკობრივ ცენზს გაივლიან, გაკონტროლდება ასევე ეთერში გასვლის დრო.

თბილისი, 21 აგვისტო – Sputnik. სატელევიზიო პროგრამებს საქართველოში 1 სექტემბრიდან ასაკობრივი შეზღუდვის შესახებ სათანადო ნიშანდებით გაუშვებენ. „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესწორებები უკვე მიღებული და გამოქვეყნებულია „საკანონმდებლო მაცნეს“ ვებ-გვერდზე.

შესწორებების თანახმად, ყველა პროგრამა ქართულ ტელევიზიაში ასაკობრივ ცენზს გაივლის, ყველაზე მკაცრს – 7 წლამდე ბავშვებისთვის. ამ შემთხვევაში პროგრამა არ უნდა შეიცავდეს არანორმატიულ ლექსიკას, მულტფილმები და ფილმები – სცენებს ან სიუჟეტებს, რომლებსაც ბავშვის ფსიქიკაზე ძლიერი ნეგატიური ემოციური გავლენის მოხდენა შეუძლია.

სოციალური ქსელები - Sputnik საქართველო
ფსიქოლოგები: სასოწარკვეთილი ფრაზების ტირაჟირება სოციალურ ქსელებში სიცოცხლისთვის საშიშია

არ შეიძლება ასევე ასეთ პროგრამებში სქესობრივი აქტის, სექსუალურ კონტექსტში სიშიშვლის, ნარკოტიკთან დაკავშირებული ტერმინოლოგიის, უხამსი ქმედების, ძალადობრივი ქმედების დემონსტრირება, რომელიც შეიძლება გაიმეოროს არასრულწლოვანმა, თვითმკვლელობისა და მისი მეთოდების პროპაგანდა.

აიკრძალება სცენები, რომლებშიც დემონსტრირებულია ძალადობა საყოფაცხოვრებო საგნების გამოყენებით, სცენები აზარტული თამაშებით, ოკულტიზმთან დაკავშირებული მასალები, ალკოჰოლის, ნარკოტიკებისა და თამბაქოს ნაწარმის პროპაგანდა. ასეთი პროგრამების ჩვენება აკრძალული იქნება დილის 6-დან საღამოს 21 საათამდე.

რამდენად მნიშვნელოვანია სქესობრივი განათლება მოზარდებში?>>

დილის 6-დან ღამის 24 საათამდე აიკრძალება სქესობრივი აქტის, სექსუალური ძალადობის, ოკულტიზმის, უხამსი ან საშიში ქმედებების შემცველი სცენების ჩვენება, რომელთა გამეორებაც შეუძლია არასრულწლოვანს; ალკოჰოლის, თამბაქოს ნაწარმისა და ნარკოტიკების, აზარტული თამაშების, კრიმინალური სამყაროს ან დანაშაულის პროპაგანდა, ასევე ძალადობის სცენები ახლო ხედით ან საყოფაცხოვრებო იარაღით. ასეთ პროგრამებზე გავრცელდება 18+ ასაკობრივი ცენზი.

ბავშვები მინდორში - Sputnik საქართველო
„მსხვერპლი“ და „მოძალადე“ ბავშვები – როგორ დავიცვათ შვილები

კანონმდებლებმა მოიფიქრეს ასევე შუალედური ასაკობრივი ცენზი, რომელიც პროგრამების 12 წლამდე ბავშვებისა და 15 წლამდე მოზარდებისთვის ჩვენებას უშვებს, თუმცა 12 წლამდე ბავშვებისთვის პროგრამების გაშვების დრო ემთხვევა შვიდ წლამდე ბავშვებისთვის მიმდინარე პროგრამებს. ხოლო 15 წლამდე ცენზის მქონე პროგრამების ჩვენება აკრძალული იქნება 23 საათამდე.

თუ ასეთი პროგრამების ჩვენება განპირობებული იქნება აუცილებლობით, ტელეარხი ვალდებული იქნება მიუთითოს, რომ აღნიშნული პროგრამა არაა რეკომენდებული არასრულწლოვანისთვის. ამ ნორმების დარღვევის შემთხვევაში ტელეარხს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში საქმის გარჩევა და ჯარიმა ემუქრება.

ყველა ახალი ამბავი
0