შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული სამი არასრულწლოვანი შიმშილობს - რას ითხოვენ ბრალდებულები

© photo: Sputnik / Alexey Kudenko / გადასვლა მედიაბანკშიპატიმარი
პატიმარი - Sputnik საქართველო
გამოწერა
დაკავებულების ადვოკატების ინფორმაციით, არასრულწლოვნები ჩვენების მიცემას სიცრუის დეტექტორის მეშვეობით ითხოვენ

თბილისი, 20 აგვისტო - Sputnik. ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე დაკავებული სამი არასრულწლოვანი პროტესტის ნიშნად შიმშილობს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

მცხეთის რაიონულ სასამართლოში 6 არასრულწლოვანის საქმეზე, რომლებიც 19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეში ფიგურირებენ, მხარეების ფორმალური გაცნობა დასრულდა და პარასკევს პირველი მტკიცებულებების წარდგენა დაიწყება. დღევანდელ სხდომაზე შიმშილობა ორმა არასრულწლოვანმა გამოაცხადა, შესაბამისად მოშიმშილე არასრულწლოვანთა რაოდენობა სამამდე გაიზარდა.

ექსპერტი: გადარჩებოდა თუ არა შაქარაშვილი, წყალში რომ არ გადაეგდოთ >>

შაქარაშვილის ცხედარი 22 ივნისს, ძებნიდან მეოთხე დღეს მდინარე არაგვში იპოვეს. ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ის მდინარეში დაიხრჩო, თუმცა მის სხეულზე სიცოცხლეში მიყენებული მრავლობითი დაზიანებები აღინიშნებოდა.

დაკავებულების ადვოკატების ინფორმაციით, არასრულწლოვნები ჩვენების მიცემას სიცრუის დეტექტორის მეშვეობით ითხოვენ.

გიორგი შაქარაშვილის საქმის პროკურორის დავით ყაზარაშვილის განაცხადებით, საქართველოში სისხლის სამართლის საქმეზე სიცრუის დეტექტორის გამოყენება არ ხდება.

„სიცრუის დეტექტორი საქართველოში სამართლებრივად არ არსებობს, აღნიშნული დეტექტორი არ გამოყენებულა, ასეთ საგამოძიებო ან საპროცესო მოქმედებას არ იცნობს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი. შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ დაცვის მხარეს აქვს ამის გამოცდილება, თუ ისინი მიიჩნევენ, რომ ეს არის საგამოძიებო ან საპროცესო მოქმედება, შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობას, მათ შეუძლიათ, თავად ჩაატარონ ნებისმიერი საგამოძიებო მოქმედება, რომელიც მოესურვებათ“, - განაცხადა პროკურორმა დავით ყაზარაშვილმა.
პოლიციის ავტომობილი - Sputnik საქართველო
შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვნის მამა თვითმკვლელობით იმუქრება

მისი თქმით, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი როგორც ბრალდების მხარეს, ასევე დაცვის მხარეს ანიჭებს უფლებას, დამოუკიდებლად ჩაატაროს ნებისმიერი საგამოძიებო მოქმედება, ასევე შუამდგომლობით მიმართოს სასამართლოს, იმ შემთხვევაში, თუ თავად ვერ ატარებს ღონისძიებას.

გუშინ პროტესტის უკიდურეს ფორმას, შიმშილობას შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვანი ზ.ხ.-ს ოჯახის რამდენიმე წევრმა მიმართა.

მისი ოჯახის წევრების მთავარი მოთხოვნა საქმის მასალებზე გაუთქმელობის შეზღუდვის მოხსნაა. ისინი ასევე მოითხოვენ, რომ ადვოკატს საქმის მასალებზე მასმედიასთან საუბრის უფლება მიეცეს, გამოიცვალოს ბრალმდებელი პროკურორი და მოხდეს ბრალდებულთა დაკითხვა სიცრუის დეტექტორის გამოყენებით.

ბრალდებულის მამის თამაზ ხომასურიძის განცხადებით, შიმშილობის აქციას სხვა ბრალდებულთა მშობლებიც შეუერთდებიან. თუ მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, თავად ის ჯერ სამი დღით მშრალ შიმშილობაზე გადასვლას, შემდეგ კი სუიციდს გეგმავს.

გიორგი შაქარაშვილი - Sputnik საქართველო
შაქარაშვილის საქმე: პროკურატურა მზადაა სასამართლოს ახალი მტკიცებულებები წარუდგინოს

ერთ-ერთი მოშიმშილის ადვოკატმა, გიორგი გელხაურმა სასჯელაღსრულების დეპარტამენტს მოუწოდა ყურადღება მიაქციოს არასრულწლოვნებს.

„მიაქციეთ ამ ბავშვებს ყურადღება, რომ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე არ დასრულდეს რამე ცუდად. ეს ადამიანები ითხოვენ სიცრუის დეტექტორს და არ გააჩნიათ საშუალება კომუნიკაცია დაამყარონ ოჯახის წევრებთან, თუნდაც სატელეფონო. მონდომებული არიან მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში ჩაატარონ პროცესები და გამოიტანონ გამამტყუვნებელი განაჩენი, სხვა აქ არაფერი არ იკითხება,” - განაცხადა გიორგი გელხაურმა.

სხდომების ხშირი ჩატარების და ბრალდებულთა სხვა პრობლემების შესახებ სხვა ადვოკატებიც საუბრობენ.

პოლიციამ 17 ადამიანი დააკავა. მათგან შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალი ხუთს წარედგინა, მათ შორის – ორ არასრულწლოვანს. სულ დაკავებულია ექვსი არასრუწლოვანი. ექვს არასრულწლოვანს ბრალი ედებათ ჩხუბების და მკვლელობის ეპიზოდებზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზება-მონაწილეობაში, ასევე მისი მეგობრის, გიორგი ამირხანაშვილის თავისუფლების უკანონო აღკვეთაში. ორი მათგანი ასევე შაქარაშვილის მკვლელობაშია ბრალდებული. გამოძიება ამტკიცებს, რომ ყველა მათგანი მონაწილეობდა ჩხუბებში როგორც თბილისი-მცხეთის ტრასაზე, ისე მცხეთის აგარაკზე. ბრალდებულებმა ბრალი ნაწილობრივ აღიარეს.

მოსამართლის ჩაქუჩი - Sputnik საქართველო
შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებულების ადვოკატები დაცვის სტრატეგიაზე მუშაობენ

გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდებით დევნა დაიწყო სულ ხუთი პირის მიმართ.  ამ ხუთი პირის გარდა, 12 პირი ჯგუფური ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ამავე ძალადობაში მონაწილეობის და ჯგუფურად თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლებით გამოძიების საქმის ფიგურანტია.

სასამართლო შაქარაშვილის საქმის არსებით განხილვას იწყებს >>

გამოძიების ვერსიით, მკვლელობის მონაწილე ხუთმა ბრალდებულმა დევნისას შაქარაშვილი აიძულა მდინარე არაგვის ნაპირთან ჩასულიყო, სადაც ის თავდამსხმელთა შორის მოექცა. შაქარაშვილი სასტიკად სცემეს და შემდეგ, ჯერ კიდევ ცოცხალი, მდინარეში გადააგდეს, სადაც მისი ცხედარი ძებნიდან ოთხი დღის შემდეგ იპოვეს.

ყველა ახალი ამბავი
0