15:15 23 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8267
  • 100 RUB4.2850
  • USD3.2537
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
19 წლის გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმე (72)
124 0 0

სასამართლო ექვსი მოზარდის მონაწილეობით ორი ჩხუბის ეპიზოდებს განიხილავს. არასრულწლოვნების ვინაობას, კანონმდებლობის შეზღუდვებიდან გამომდინარე, გამოძიება არ ასახელებს.

თბილისი, 18 აგვისტო – Sputnik. მცხეთის რაიონული სასამართლო სამშაბათს ექვსი არასრულწლოვანი ბრალდებულის საქმის არსებით განხილვას იწყებს, რომლებიც 19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის დაღუპვის საქმეში ორი ჩხუბის ეპიზოდებში ფიგურირებენ.

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე პროკურატურამ ხუთ პირს განზრახ მკვლელობის ბრალი წაუყენა>>

გიორგი შაქარაშვილის ცხედარი 22 ივნისს, ძებნიდან მეოთხე დღეს მდინარე არაგვში იპოვეს. ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ის მდინარეში დაიხრჩო, თუმცა მის სხეულზე სიცოცხლეში მიყენებული მრავლობითი დაზიანებები აღინიშნებოდა. პოლიციამ 17 ადამიანი დააკავა. შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალი ხუთს წარედგინა, მათ შორის – ორ არასრულწლოვანს.

ამ ხუთი პირის გარდა, რომელთა მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაიწყო, 12 პირი ჯგუფური ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ამავე ძალადობაში მონაწილეობის და ჯგუფურად თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლებით გამოძიების საქმის ფიგურანტია.

სასამართლო პროცესი, ბრალდებულების ასაკის გამო, პრესისა და საზოგადოებისთვის დახურული იქნება.

შაქარაშვილის საქმე

გამოძიების ვერსიით, საქმის მონაწილე ხუთმა ბრალდებულმა დევნისას შაქარაშვილი აიძულეს მდინარე არაგვის ნაპირთან ჩასულიყო, სადაც ის თავდამსხმელთა შორის მოექცა. შაქარაშვილი სასტიკად სცემეს და შემდეგ, ჯერ კიდევ ცოცხალი, მდინარეში გადააგდეს, სადაც მისი ცხედარი ძებნიდან ოთხი დღის შემდეგ იპოვეს. 

შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალი წარედგინათ ვახტანგ ჩიქოვანს, არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს და კიდევ ორ არასრულწლოვანს, რომელთა ვინაობას, კანონმდებლობის შეზღუდვებიდან გამომდინარე, გამოძიება არ ასაჯაროებს.

შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე წინასწარი მოსმენა მცხეთის რაიონულ სასამართლოში 27 აგვისტოს ჩატარდება.

პროკურორმა დავით ყაზარაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ბრალდების მხარეს აქვს მოლოდინი, რომ საქმე არსებით განხილვას გადაეცემა, რადგან, მისი თქმით, საქმეში მოიპოვება საკმარისი მტკიცებულებები.

შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებულების ადვოკატები დაცვის სტრატეგიაზე მუშაობენ>>

ხუთი ბრალდებულის ადვოკატები კი, რომლებსაც საქართველოს პროკურატურამ საქმის დეტალების გასაჯაროება აუკრძალა, აცხადებენ, რომ დანაშაულის კონკრეტული მტკიცებულებები არ არსებობს.

მათი დაცვის ქვეშ მყოფები ბრალს დღემდე არ აღიარებენ.

თემები:
19 წლის გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმე (72)

მთავარი თემები