ექსპერტი: გადარჩებოდა თუ არა შაქარაშვილი, წყალში რომ არ გადაეგდოთ
„შაქარაშვილს არ ჰქონდა მიყენებული სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანებები, ანუ დაზიანებები, რომლებიც გამოიწვევდა სიკვდილს. ამდენად, თუ წყალში არ მოხვდებოდა, სიკვდილზე დასკვნების გამოტანა ყოველგვარ საფუძველს იქნებოდა მოკლებული. ცალსახაა – ეს დაზიანებები შაქარაშვილს არ მოკლავდა“, – ამბობს ალექსანდრე გეჯაძე.
11 აგვისტოს საქართველოს პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ ხუთ პირს ბრალი დაუმძიმა. გამოძიების ვერსიით, მათ შაქარაშვილი მდინარე არაგვის პირას მოიმწყვდიეს, სასტიკად სცემეს და ჯერ კიდევ ცოცხალი მდინარეში გადააგდეს. 19 წლის ბიჭის ცხედარი ოთხდღიანი ძებნის შემდეგ მდინარე არაგვში იპოვეს.