თუ ვერ არეგისტრირებთ ბავშვს: ვის უნდა მიმართოთ 200-ლარიანი დახმარების მისაღებად

© Sputnik / Viktor Kaminskyმამა–შვილი ვაკის პარკში
მამა–შვილი ვაკის პარკში - Sputnik საქართველო
გამოწერა
მოქალაქეთა მომსახურების ერთი სერვის-ცენტრი დედაქალაქის მერიის შენობაში, დანარჩენები კი თბილისის ათივე რაიონში მდებარეობს.

თბილისი, 19 აგვისტო – Sputnik. 18 წლამდე ასაკის მოზარდებისთვის სახელმწიფოსგან 200-ლარიანი დახმარების მისაღებად რეგისტრაცია მუნიციპალიტეტის 11-ვე სერვის-ცენტრშია შესაძლებელი, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

ბავშვები საქართველოში ერთჯერადად 200-ლარიან დახმარებას მიიღებენ>>

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ 6 აგვისტოს მთავრობის სხდომაზე მოსახლეობის დახმარების ახალი ეტაპის დაწყების შესახებ განაცხადა, რომლის ფარგლებშიც 18 წელს ქვემოთ ასაკის ყველა მოზარდი სახელმწიფოსგან 200 ლარის ფარგლებში ერთჯერად დახმარებას მიიღებს. გახარიას თქმით, დღეისათვის საქართველოში 18 წლამდე ასაკის დაახლოებით 880 ათასი მოზარდია.

ქალი ბავშვთან ერთად - Sputnik საქართველო
მშობლების საყურადღებოდ: სად უნდა დაარეგისტრიროთ ბავშვი 200-ლარიანი დახმარების მისაღებად

სპეციალური ელექტრონული პორტალი – daxmareba.moh.gov.ge 15 აგვისტოდან ჩაირთო. სოციალური დახმარება ბავშვის ერთ-ერთი მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის მიერ განცხადების შევსების შემდეგ გაიცემა. დახმარების მიღება შესაძლებელი იქნება მიმდინარე წლის სექტემბრიდან.

„ჩვენი მუნიციპალიტეტის 11-ვე სერვის-ცენტრი სრულ მზადყოფნას გამოთქვამს, რათა მოსახლეობას მოვემსახუროთ. არსებობენ ადამიანები, რომლებსაც, შეიძლება, ინტერნეტი არ ჰქონდეთ, აპლიკაციის შევსება გაუჭირდეთ, ამიტომაც მინდა მივმართო მათ, ვისაც ანალოგიური პრობლემები აწუხებს – აუცილებლად მიაკითხეთ თქვენივე რაონში არსებულ მუნიციპალურ სერვის-ცენტრებს. ჩვენი თანამშრომლები კუთვნილი დახმარების მისაღებად აპლიკაციის სწორად შევსებაში დაგეხმარებიან“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ეკატერინე ტიკარაძე - Sputnik საქართველო
მშობლების საყურადღებოდ! როგორ მივიღოთ ბავშვებისთვის გათვალისწინებული 200-ლარიანი დახმარება

როგორც მერმა აღნიშნა, მოქალაქეთა მომსახურების ერთი სერვის-ცენტრი დედაქალაქის მერიის შენობაში, დანარჩენები კი თბილისის ათივე რაიონში მდებარეობს.

ასევე, თუ მშობელი ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის გავლას ვერ ახერხებს, უნდა მიმართოს: სოციალური მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ ერთეულს; საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს და ადგილობრივ თვითმმართველობებს; იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებს ან „ლიბერთი ბანკის“ ფილიალებს.

იმ შემთხვევაში, თუ მშობელი არ დარეგისტრირდება და განაცხადს არ შეიტანს, ეს ნიშნავს, რომ ის კომპენსაციის მიღებაზე უარს ამბობს.

ყველა ახალი ამბავი
0