მშობლების საყურადღებოდ: სად უნდა დაარეგისტრიროთ ბავშვი 200-ლარიანი დახმარების მისაღებად

© photo: Sputnik / Stringerქალი ბავშვთან ერთად
ქალი ბავშვთან ერთად - Sputnik საქართველო
გამოწერა
მთავრობამ კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული მოსალოდნელი ეკონომიკური კრიზისის გამო მოსახლეობის დახმარების ახალი ეტაპის დაწყების გადაწყვეტილება მიიღო.

თბილისი, 14 აგვისტო – Sputnik. 17 წლის ჩათვლით ბავშვებისთვის 200-ლარიანი დახმარების მისაღებად მშობლები სპეციალურ პორტალზე რეგისტრაციის გავლას 15 აგვისტოდან შეძლებენ.

ეკატერინე ტიკარაძე - Sputnik საქართველო
მშობლების საყურადღებოდ! როგორ მივიღოთ ბავშვებისთვის გათვალისწინებული 200-ლარიანი დახმარება

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ 6 აგვისტოს მთავრობის სხდომაზე მოსახლეობის დახმარების ახალი ეტაპის დაწყების შესახებ განაცხადა, რომლის ფარგლებშიც 18 წელს ქვემოთ ასაკის ყველა მოზარდი სახელმწიფოსგან 200 ლარის ფარგლებში ერთჯერად დახმარებას მიიღებს. გახარიას თქმით, დღეისათვის საქართველოში 18 წლამდე ასაკის დაახლოებით 880 ათასი მოზარდია.

სპეციალური ელექტრონული პორტალი – daxmareba.moh.gov.ge ხვალიდან ჩაირთვება. სოციალური დახმარება ბავშვის ერთ-ერთი მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის მიერ განცხადების შევსების შემდეგ გაიცემა. დახმარების მიღება შესაძლებელი იქნება მიმდინარე წლის სექტემბრიდან.

მშობელმა ელექტრონულ პორტალზე შემდეგი სახის ინფორმაცია უნდა განათავსოს:

  1. ბავშვის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, პირადი ნომერი
  2. მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი
  3. მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის სახელზე კომერციულ საბანკო დაწესებულებაში გახსნილი საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები (ბანკის ანგარიშის ნომერი)
  4. საკონტაქტო მობილური, რომელზეც მოკლე ტექსტური შეტყობინებები გაიგზავნება.

„იმ შემთხვევაში, თუ იუსტიციის სამინისტროს სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ ვერ ხდება ბავშვსა და მშობელს შორის ურთიერთკავშირის დადასტურება, მშობელმა ელექტრონულ პორტალზე ბავშვის დაბადების მოწმობა უნდა ატვირთოს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ბავშვები საქართველოში ერთჯერადად 200-ლარიან დახმარებას მიიღებენ>>

იმ შემთხვევაში კი, თუ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს მიერ ვერ ხდება ბავშვსა და კანონიერ წარმომადგენელს შორის ურთიერთკავშირის დადასტურება, კანონიერმა წარმომადგენელმა ელექტრონულ პორტალზე მეურვედ/მზრუნველად დანიშვნის გადაწყვეტილება უნდა ატვირთოს.

ახალგაზრდები პარკში დარბიან - Sputnik საქართველო
როდის დაიწყება მშობლების რეგისტრაცია ბავშვების კომპენსაციის მისაღებად – გამოცხადდა თარიღი

თუ მშობელი ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის გავლას ვერ ახერხებს, უნდა მიმართოს: სოციალური მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ ერთეულს; საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს და ადგილობრივ თვითმმართველობებს; იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებს ან „ლიბერთი ბანკის“ ფილიალებს.

ელექტრონულ პორტალზე შესაბამისი დოკუმენტაციის ატვირთვა 24-საათიან რეჟიმშია შესაძლებელი.

იმ შემთხვევაში, თუ მშობელი არ დარეგისტრირდება და განაცხადს არ შეიტანს, ეს ნიშნავს, რომ ის კომპენსაციის მიღებაზე უარს ამბობს.

მთავრობა სოციალურად დაუცველ სტუდენტებს სწავლას დაუფინანსებს>>

მთავრობამ კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული მოსალოდნელი ეკონომიკური კრიზისის გამო მოსახლეობის დახმარების ახალი ეტაპის დაწყების გადაწყვეტილება მიიღო.

ყველა ახალი ამბავი
0