რა რეკომენდაციების დაცვა მოუწევთ სკოლებს ახალი სასწავლო წლიდან

© Pixabay / Wokandapixსაკლასო ოთახი
საკლასო ოთახი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თუ მოსწავლეს დაუფიქსირდა მაღალი ტემპერატურა, მას დროებით სკოლაში მომზადებულ სპეციალურ იზოლირებულ ოთახში გადაიყვანენ.

თბილისი, 14 აგვისტო – Sputnik. 2020-2021 სასწავლო წლის დაწყებისთვის საქართველოს განათლების სამინისტრომ, ჯანდაცვის სამინისტროს რეგულაციების გათვალისწინებით, სკოლებისთვის რეკომენდაციები შეიმუშავა.

სწავლა შაბათობითაც იქნება? 15 სექტემბერს – თითქმის შვიდი თვის შემდეგ სკოლის ზარი დაირეკება>>

სწორედ არსებული რეკომენდაციების საფუძველზე განახლდება 2084 საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი საკლასო ოთახებში 15 სექტემბერს.

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეგულაციების მიხედვით:

  • მოსწავლეებს შორის დაცული უნდა იყოს 1-მეტრიანი დისტანცია
  • შენობაში შემსვლელი ყველა პირისთვის პირბადის ტარება სავალდებულოა, გარდა მოსწავლისა
  • ნებისმიერმა პირმა უნდა გაიაროს დეზობარიერი, თერმოსკრინინგი, ჩაიტაროს ხელის დეზინფიცირება და სკოლის შენობაში მხოლოდ მერე შევიდეს
  • სკოლებში უნდა იყოს პირბადეების რეზერვი
  • ყოველი დასვენების შემდეგ სველი წერტილები უნდა დამუშავდეს სანიტარული წესით
  • ცვლებს შორის უნდა იყოს ნახევარსაათიანი შესვენება, საკლასო ოთახები და სკოლის საერთო სარგებლობის ფართები სანიტარული წესით დასუფთავდეს და განიავდეს
  • გამოიყოს დროებითი საიზოლაციო ოთახი სიცხიანი და რესპირატორული სიმპტომების მქონე მოსწავლეებისთვის. კერძოდ, თუ ბავშვს თერმოსკრინინგის დროს დაუფიქსირდა მაღალი ტემპერატურა, სკოლაში მომზადებული იქნება იზოლირებული ოთახი შესაფერისი განიავებით, სადაც მოსწავლეს დროებით გადაიყვანენ
  • გაკვეთილებს შორის დასვენებებზე უნდა განიავდეს ოთახები
  • ხშირად შესახები ზედაპირები სანიტარულად დამუშავდეს
  • სკოლის საერთო სარგებლობის სივრცეებში (მათ შორის დერეფანი, კიბის უჯრედი, სამასწავლებლო და ა.შ.) ყოფნისა და გადაადგილებისას ყველა პირს (გარდა მოსწავლეებისა) უნდა ეკეთოს პირბადე, მათ შორის დასვენებების პერიოდში, და სხვ.

დღეს განათლების მინისტრის მოადგილემ ეკატერინე დგებუაძემ განაცხადა, რომ სასწავლო წლის დაწყებამდე ყველა საჯარო სკოლა სადეზინფექციო საშუალებებით აღიჭურვება. სკოლების მომარაგებას სადეზინფექციო საშუალებებით განათლების სამინისტრო უზრუნველყოფს.

როდის განახლდება სააღმზრდელო პროცესი თბილისის ბაგა-ბაღებში>>

სასწავლო პროცესი საქართველოს ყველა სასწავლო დაწესებულებაში კორონავირუსის პანდემიის გამო 2 მარტს შეჩერდა. სწავლის განახლების ვადა სამჯერ გადაიტანეს. საბოლოოდ კი 24 აპრილს პრემიერმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ სასწავლო დაწესებულებები მუშაობას სექტემბრამდე არ აღადგენდნენ.

ყველა ახალი ამბავი
0