01:41 01 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7560
  • 100 RUB4.0976
  • USD3.2059
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
განათლება საქართველოში (323)
655 0 0

თბილისის ბაგა-ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელის თქმით, მიმდინარე ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, სასწავლო პროცესის გადადება არ იგეგმება.

თბილისი, 13 აგვისტო – Sputnik. თბილისის საბავშვო ბაღებში სასწავლო წლის დაწყება 14 სექტემბერს იგეგმება, განაცხადა თბილისის ბაგა-ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელმა კახაბერ გვანცელაძემ, იუწყება „პირველი არხი“.

„მიმდინარე ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, 14 სექტემბერს ვგეგმავთ სასწავლო წლის დაწყებას. ვფიქრობთ, რომ ახალ სასწავლო წელს შევხვდებით უსაფრთხოების სრული დაცვით“, – აღნიშნა გვანცელაძემ.

რაც შეეხება კონკრეტულ მითითებებსა და რეგულაციებს, სააგენტოში განმარტავენ, რომ ჯანდაცვის სამინისტროსა და შრომის ინსპექციასთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს და კონკრეტული გაიდლაინები უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.

ამასთან, გვანცელაძე აცხადებს, რომ საჯარო ბაგა-ბაღებში უსაფრთხოების ნორმები სრულად დაცულია.

კორონავირუსის პანდემიის გამო საქართველოს ყველა სასწავლო დაწესებულებაში სწავლა 2 მარტს შეწყდა. სწავლის განახლების თარიღი სამჯერ გადაიტანეს. საბოლოოდ კი 24 აპრილს ქვეყნის პრემიერმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ სასწავლო დაწესებულებები სწავლას სექტემბრამდე არ განაახლებდნენ.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში ხუთით გაიზარდა და 1283-ს მიაღწია. ამ დროისათვის გამოჯანმრთელებულია 1068 ადამიანი, გარდაცვლილია – 17, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 7635, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 334 პაციენტია.

თბილისის საბავშვო ბაღებში დასაქმებულთა ხელფასები იზრდება>>

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

თემები:
განათლება საქართველოში (323)

მთავარი თემები