ყურძნის შემდეგ – ვაშლი: მთავრობამ ვაშლის შესყიდვის სუბსიდირება გადაწყვიტა

© Pixabay / pasja1000ვაშლი ხის ტოტზე
ვაშლი ხის ტოტზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
პრემიერის განცხადებით, ფერმერული საქმიანობის სტიმულირება მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის ერთ-ერთი მიზნობრივი მიმართულებაა.

თბილისი, 13 აგვისტო – Sputnik. ყველა ის კომპანია, რომელიც ჩაერთვება სპეციალურად ვაშლის დაბინავების მიზნით შექმნილ შემსყიდველ შტაბში, სუბსიდირებას მიიღებს დამატებითი 10 თეთრის ოდენობით, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

„რქაწითელი" და „კახური მწვანე": მთავრობა რთვლის სუბსიდირებას გეგმავს>>

პრემიერის განცხადებით, ეკონომიკური კრიზისის ფარგლებში მთავრობა სექტორულად ეხმარება სხვადასხვა დარგს, მათ შორის განსაკუთრებულ ყურადღებას სოფლის მეურნეობას აქცევს.

„ძირითადი მიზანი გახლავთ, რომ ჩვენი ფერმერების არც ერთი გრამი პროდუქტი ​დაუბინავებელი არ დარჩეს. ამ მოტივით იყო განპირობებული ჩვენი დახმარება მევენახეებისთვის და, მოგეხსენებათ, მთავრობა ასუბსიდირებს ყურძნის შესყიდვას წელს. და შემდეგი ნაბიჯი, რომელსაც ჩვენ გადავდგამთ, ეს იქნება ვაშლი“, – აღნიშნა გახარიამ.

მისი განმარტებით, საერთაშორისო ბაზრებზე წელს ვაშლის ფასი საკმაოდ დაეცა და ამიტომ, სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეკომენდაციით, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება არასტანდარტული ვაშლის შესყიდვის 10 თეთრით სუბსიდირების შესახებ. საბოლოოდ ფერმერებისთვის ვაშლის ფასი იქნება არანაკლებ 22 თეთრისა.

რთველი კახეთში - Sputnik საქართველო
გარანტიები მევენახეებისთვის, ანუ სოლიდარობა სუბსიდირების სახით

„ეს ძალზე მნიშვნელოვანია რეგიონისთვის, ამიტომ აქ გვმართებს სწორი და ეფექტური მუშაობა. ეს პროგრამა გაგრძელდება 2020 წლის დეკემბრამდე“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ივლისში ცნობილი გახდა, რომ მთავრობა ქართული ყურძნის ჯიშების „რქაწითელისა" და „კახური მწვანის" სუბსიდირებას განახორციელებს.

პრემიერის თქმით, ფერმერული საქმიანობის სტიმულირება მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის ერთ-ერთი მიზნობრივი მიმართულებაა.

ყველა ახალი ამბავი
0