მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ვითარება ბელარუსში: პროტესტის მესამე ღამე

© REUTERS / Vasily Fedosenkoპროტესტი მინსკში
პროტესტი მინსკში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ძალოვანი უწყებების წარმომადგენლები ამჯერად ყურადღებას ამახვილებდნენ მძღოლებზე და ასევე ჟურნალისტებზე, რომლებსაც ართმევდნენ მეხსიერების ბარათებს და უმტვრევდნენ აპარატურას.

თბილისი, 12 აგვისტო – Sputnik. ბელარუსის დედაქალაქ მინსკში და სხვა ქალაქებში არეულობები საპროტესტო აქციებზე დაახლოებით 02:00 საათზე (თბილისის დროით 01:00 სთ) დასრულდა, იუწყება РИА Новости.

გუშინ, საღამოს ზედიზედ მესამედ ადამიანებმა, რომლებიც ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ, შეკრება დაიწყეს დედაქალაქის სხვადასხვა ნაწილებში, ძირითადად, გარეუბნებში.

აქცია მინსკში - Sputnik საქართველო
ბელარუსის პრეზიდენტობის ექს–კანდიდატმა მომხრეებს მოუწოდა, პროტესტზე უარის თქვან

შეკრებილები ყვიროდნენ, ერთმანეთს ესალმებოდნენ, ტაშს უკრავდნენ. ასევე თავს იყრიდნენ ავტომობილები, რომლებიც სიგნალებით მხარს უჭერდნენ აქციის მონაწილეებს.

„ომონი“ (მილიციის განსაკუთრებული დანიშნულების ქვედანაყოფი) აქციებს შლიდა რეზინის ტყვიებით, იყენებდა ხმოვან ყუმბარებს. აქციების ყველაზე აქტიური მონაწილეები დააკავეს. ქუჩებში ხშირად ნახავდით ახალგაზრდებს ჯოხებითა და პლასტმასის ბოთლებით ხელში, რომლებიც მილიციის თანამშრომლებს წინააღმდეგობას უწევდნენ. მოხდა რამდენიმე დაპირისპირება, რომლის დროსაც მილიციელებმა გამოიყენეს ხელკეტები და ზოგიერთი ახალგაზრდა დააკავეს.

აქტივისტების დევნისას „ომონი“ შტურმით იღებდა სახლების სადარბაზოებს, სადაც ახალგაზრდებს შეიძლებოდა თავი შეეფარებინათ.

პროტესტი მინსკში - Sputnik საქართველო
პროტესტის მეორე ღამე ბელარუსში მსხვერპლით დასრულდა

იყო დაკავებულების დახსნის მცდელობებიც – ხის ჯოხების, ფეიერვერკების, ქვებისა და ჩირაღდნების გამოყენებით.

„Sputnik–ბელარუსის“ ინფორმაციით, ძალოვნები გაძლიერებულად აკონტროლებდნენ ავტომობილების გადაადგილებას. გაჩერებულ მანქანებში ეძებდნენ აქციის მონაწილეებს, გზებზე ეკითხებოდნენ მგზავრობის მიზნების შესახებ. ზოგჯერ ისინი ავტომობილებს ურტყამდნენ და მინებს უმსხვრევდნენ. „მოხვდათ“ ჟურნალისტებსაც – მათ გლეჯდნენ ბეიჯებს, ართმევდნენ მეხსიერების ბარათებს, უმტვრევდნენ აპარატურას.

აქციების პირველი ორი ღამის შემდეგ ბელარუსის შსს-ს დაახლოებით 5 ათასი დაკავებული ჰყავს. დედაქალაქის მსგავსად, რეგიონებშიც აქციები არ იყო ხალხმრავალი, მაგრამ სპეცრაზმი სასტიკად მოქმედებდა.

ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნები – ცნობილია ცესკოს წინასწარი მონაცემები>>

ბელარუსის მოქალაქეები არასანქცირებულ მიტინგებს უკვე მესამე დღეა მართავენ. ისინი არ ეთანხმებიან არჩევნების შედეგებს, რომლის წინასწარი მონაცემებით ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო დამაჯერებლად ლიდერობს.

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში საპოტესტო გამოსვლების დროს მასმედიის ბევრი თანამშრომელი დააკავეს. მათი უმრავლესობა უკვე გამოუშვეს. ზოგიერთის წინააღმდეგ ფიზიკური ძალაც გამოიყენეს.

ყველა ახალი ამბავი
0