01:37 21 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8057
  • 100 RUB4.2817
  • USD3.2140
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
მსოფლიო დღეს (2067)
288 0 0

ბელარუსის პრეზიდენტის არჩევნებზე საარჩევნო უბნებში გამოცხადდა 5 790 ათასი ადამიანი. სულ გამოცხადდა ამომრჩევლების 84,23%.

თბილისი, 10 აგვისტო – Sputnik. ბელარუსის მოქმედ პრეზიდენტს ალექსანდრ ლუკაშენკოს საპრეზიდენტო არჩევნებზე, სავარაუდოდ, ხმების 80,23% აქვს, განაცხადა ბელარუსის ცესკოს თავმჯდომარემ ლიდია ერმოშინამ.

„მას ხმა მისცა 4 652 ათასმა ადამიანმა“, – განაცხადა მან ბრიფინგზე.

საარჩევნო უბნებზე სულ გამოცხადდა 5 790 ათასი ადამიანი, ანუ გამოცხადდა ამომრჩევლების 84,23%, აღნიშნა ერმოშინამ.

არჩევნები გუშინ გაიმართა. შედეგებით მეორე ადგილზეა სვეტლანა ტიხანოვსკაია – 9,9%.

ვითარება ბელარუსის დედაქალაქსა და სხვა ქალაქებში დაძაბულია – კენჭისყრის შედეგებით უკმაყოფილო ორგანიზაციები და მოქალაქეები ქუჩებში გამოვიდნენ. ხალხის დასაშლელად ძალოვანმა სტრუქტურებმა ხმოვანი ყუმბარები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.

თემები:
მსოფლიო დღეს (2067)

მთავარი თემები