თბილისი, 10 აგვისტო – Sputnik. ბელარუსის საგამოძიებო კომიტეტი ათვალიერებს ადგილს, სადაც საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ არასანქცირებული ქუჩის აქციები გაიმართა, იუწყება „Sputnik–ბელარუსი“.
სახელმწიფოს მეთაურის არჩევნები ბელარუსში 9 აგვისტოს გაიმართა. ეგზიტპოლების მონაცემებით, ხმების 79,7%-ით ლიდერობს მოქმედი პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო. რამდენიმე ქალაქში არასანქცირებული საპროტესტო აქციები დაიწყო. მინსკში ძალოვანმა სტრუქტურებმა გამოიყენეს ხმოვანი ყუმბარები, ცრემლმდენი გაზი და წყლის ჭავლი.
დემონსტრანტების დიდი ნაწილი ღამის საათებში დაიშალა. დაიწყო საავტომობილო მოძრაობის აღდგენა და ზოგიერთი დაბლოკილი ქუჩის გაწმენდა.
მართლწესრიგის დამცველებმა აქციის დროს სპეციალური საშუალებები გამოიყენეს, მომიტინგეები კი ცდილობდნენ მილიციას დაპირისპირებოდნენ – ხალხის ჯგუფებიდან მათი მისამართით ცარიელ ბოთლებს ისროდნენ.
ამჟამად მინსკის ცენტრში სიწყნარეა, თუმცა ქალაქის ცენტრის სხვადასხვა ნაწილში მილიციის ავტომობილები მოძრაობენ და ვითარებას აკონტროლებენ.