მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნები – ცნობილია ცესკოს წინასწარი მონაცემები

© photo: Sputnik / Viktor Tolochko / გადასვლა მედიაბანკშიარჩევნები ბელარუსში
არჩევნები ბელარუსში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბელარუსის პრეზიდენტის არჩევნებზე საარჩევნო უბნებში გამოცხადდა 5 790 ათასი ადამიანი. სულ გამოცხადდა ამომრჩევლების 84,23%.

თბილისი, 10 აგვისტო – Sputnik. ბელარუსის მოქმედ პრეზიდენტს ალექსანდრ ლუკაშენკოს საპრეზიდენტო არჩევნებზე, სავარაუდოდ, ხმების 80,23% აქვს, განაცხადა ბელარუსის ცესკოს თავმჯდომარემ ლიდია ერმოშინამ.

„მას ხმა მისცა 4 652 ათასმა ადამიანმა“, – განაცხადა მან ბრიფინგზე.

პროტესტი ბელარუსში - Sputnik საქართველო
პროტესტის ტალღა ბელარუსში: როგორ ჩაიარა ღამემ არჩევნების შემდეგ

საარჩევნო უბნებზე სულ გამოცხადდა 5 790 ათასი ადამიანი, ანუ გამოცხადდა ამომრჩევლების 84,23%, აღნიშნა ერმოშინამ.

არჩევნები გუშინ გაიმართა. შედეგებით მეორე ადგილზეა სვეტლანა ტიხანოვსკაია – 9,9%.

ვითარება ბელარუსის დედაქალაქსა და სხვა ქალაქებში დაძაბულია – კენჭისყრის შედეგებით უკმაყოფილო ორგანიზაციები და მოქალაქეები ქუჩებში გამოვიდნენ. ხალხის დასაშლელად ძალოვანმა სტრუქტურებმა ხმოვანი ყუმბარები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.

ყველა ახალი ამბავი
0