თბილისი, 11 აგვისტო – Sputnik. არეულობები მინსკში საპროტესტო აქციებზე ღამის დაახლოებით სამ საათზე დასრულდა. დაიღუპა ერთი ადამიანი, იუწყება РИА Новости.
მილიცია შინაგან ჯარებთან და „ალფას“ ქვედანაყოფებთან ერთად მოქმედებდა.
აქციის ერთ–ერთი მონაწილე გუშინ საღამოს დაიღუპა. პროტესტანტები ბარიკადებს აგებდნენ, როდესაც ერთ–ერთი შეეცადა ასაფეთქებელი მოწყობილობა ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლების მხარეს ესროლა, მაგრამ დაუდგენელი ნივთი მას ხელში აუფეთქდა. მიღებული ტრავმები სიცოცხლესთან შეუთავსებელი აღმოჩნდა.
ბელარუსში 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა. ცესკოს მონაცემებით, მოქმედი პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო, რომელიც ქვეყანას უკვე 26 წელია, მართავს, ხმების 80,08%–ს იღებს.
ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნები – ცნობილია ცესკოს წინასწარი მონაცემები>>
იმავე საღამოს ბელარუსის რამდენიმე ქალაქში მასშტაბური საპროტესტო აქციები დაიწყო. მილიციამ მათ წინააღმდეგ ხმოვანი ყუმბარები, ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა.