საყოფაცხოვრებო ტექნიკა და ინვენტარი: UNDP თბილისის მიუსაფართა თავშესაფარს დაეხმარა

© photo: Tbilisi City Hall / FBUNDP–მ თავშესაფარს ჰუმანიტარული დახმარება გადასცა
UNDP–მ თავშესაფარს ჰუმანიტარული დახმარება გადასცა - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის მერიის თავშესაფარში ლილოში 103 ბენეფიციარი ცხოვრობს. ისინი იღებენ ღამის გასათევს, უფასო საკვებს, სამედიცინო მომსახურებას და სხვ.

თბილისი, 6 აგვისტო — Sputnik. გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) თბილისის მუნიციპალიტეტის მიუსაფართა თავშესაფარს ჰუმანიტარული დახმარება გადასცა, იუწყება თბილისის მერია.

თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია და UNDP-ს მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში ლუიზა ვინტონი მუნიციპალურ თავშესაფარს ეწვივნენ და უსახლკაროთა ცხოვრების პირობებს გაეცნენ, გაესაუბრნენ მათ და მათი ხელნაკეთი ნივთების გამოფენა დაათვალიერეს.

© photo: Tbilisi City Hall / FBხელნაკეთი ნივთების გამოფენა თავშესაფარში
საყოფაცხოვრებო ტექნიკა და ინვენტარი: UNDP თბილისის მიუსაფართა თავშესაფარს დაეხმარა - Sputnik საქართველო
ხელნაკეთი ნივთების გამოფენა თავშესაფარში

UNDP-მ ლილოში მდებარე თავშესაფარს საჩუქრად გადასცა საყოფაცხოვრებო ტექნიკა და სხვა აუცილებელი ნივთები, რომლებიც აუცილებელია მიუსაფარი ადამიანებისთვის კორონავირუსის პანდემიის დროს.

თბილისის მერიამ და იუნისეფმა მემორანდუმს მოაწერეს ხელი - Sputnik საქართველო
თბილისი – ბავშვებზე მორგებული ქალაქი

„მოხარული ვარ, რომ მქონდა შესაძლებლობა მენახა უსახლკარო პირებისთვის განკუთვნილი ეს დაწესებულება და ბედნიერი ვარ, რომ UNDP-მ მცირედი წვლილი შეიტანა მათი პირობების გაუმჯობესებაში. ძალიან მომეწონა ბენეფიციართა მოვლის ხარისხი, გავესაუბრე მათ და მოხარული ვარ, რომ ზოგიერთ მათგანს შეუძლია დაუბრუნდეს სამსახურს და ცხოვრების ნორმალურ პირობებს“, – განაცხადა ლუიზა ვინტონმა.

ამ დროისთვის თბილისის მერიის თავშესაფარში 103 ბენეფიციარი ცხოვრობს. მათ იქ აქვთ ღამის გასათევი, უფასო კვება, სამედიცინო მომსახურება, ფსიქოლოგის დახმარება, ასევე უფასოდ იღებენ ტანსაცმელს, ფეხსაცმელსა და ჰიგიენის საშუალებებს.

ყველა ახალი ამბავი
0