თბილისი – ბავშვებზე მორგებული ქალაქი

© photo:Tbilisi City Hallთბილისის მერიამ და "იუნისეფმა" მემორანდუმს მოაწერეს ხელი
თბილისის მერიამ და იუნისეფმა მემორანდუმს მოაწერეს ხელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისმა აიღო ვალდებულება, შეუერთდეს 40-ზე მეტი ქვეყნის 3 ათას ქალაქსა და ადგილობრივ თვითმმართველობას ბავშვზე მორგებული ქალაქების ინიციატივაში

თბილისი, 28 ივნისი - Sputnik. თბილისის მერია „ბავშვზე მორგებული ქალაქების ინიციატივას“ შეუერთდა, რაც დედაქალაქს შესაძლებლობას მისცემს, უფრო მეტად გახდეს ბავშვზე ორიენტირებული ქალაქი, ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მერია საზოგადოებრივი ტრანსპორტის კომფორტზე იმუშავებს, პირადი ავტომობილი პრიორიტეტი არაა>>

უწყების ცნობით, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი თბილისის  მერიასა და გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს ოფისს შორის („იუნისეფი“) გაფორმდა. მემორანდუმის თანახმად, თბილისმა აიღო ვალდებულება, შეუერთდეს 40-ზე მეტი ქვეყნის 3 ათას ქალაქსა და ადგილობრივ თვითმმართველობას ბავშვზე მორგებული ქალაქების ინიციატივაში, რომელიც გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება.

კალაუბანი - Sputnik საქართველო
თბილისი მერია ტურიზმის განვითარების ხელშეწყობას გეგმავს

თანამშრომლობის დოკუმენტს ხელი თბილისის მერმა კახა კალაძემ და გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში, ღასან ხალილმა მოაწერეს.

კალაძის განმარტებით, ყველაფერი, რაც კეთდება ქალაქში - ინფრასტრუქტურული პროექტები, არსებული რეკრეაციული სივრცეების რეაბილიტაცია, ახალი პარკების მშენებლობა, სპორტული მოედნების, საბავშვო ბაღების მშენებლობა თუ სხვა, მიმართულია ბავშვების მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ.

„აღნიშნული მემორანდუმი ჩვენ მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ გავიზიაროთ განვითარებული ქვეყნების და ქალაქების გამოცდილება ამ მიმართულებით, რათა ჩვენი ქალაქი იყოს ბავშვებზე კიდევ უფრო მეტად მორგებული ქალაქი“, - განაცხადა თბილისის მერმა.

ნაგვის გადავსებული ურნა - Sputnik საქართველო
ჯარიმები გარემოს დაბინძურებისთვის იზრდება – თბილისის მერია სანქციებს ამკაცრებს

თავის მხრივ, „იუნისეფის“ წარმომადგენელმა საქართველოში, ღასან ხალილმა,   ინიციატივის ფარგლებში, ქართული მხარის აქტიური მხარდაჭერის სურვილი გამოთქვა.

„ბავშვებისათვის ეს გულისხმობს მუნიციპალიტეტის დონეზე მათ მიმართ პატივისცემას, მათი საჭიროებების დადგენასა და გათვალისწინებას, წვდომას ხარისხიან ძირითად სოციალურ მომსახურებებზე, უსაფრთხო, დაცულ და სუფთა გარემოში ცხოვრებას და ოჯახური ცხოვრების, გართობისა და დასვენების შესაძლებლობებს“, - განაცხადა ღასან ხალილმა.

იუნისეფის ბავშვზე მორგებული ქალაქების ინიციატივა, ბავშვთა უფლებების დაცვის მიმართულებით, ბავშვთა უფლებების კონვენციის საფუძველზე, 1996 წლიდან ეხმარება ადგილობრივ ხელისუფლებებს მსოფლიოს ყველა ნაწილში. მსოფლიოს ბავშვზე მორგებული ქალაქების ქსელი ერთმანეთთან აკავშირებს ყველა დაინტერესებულ მხარეს.

ყველა ახალი ამბავი
0