ნეტარი ვასილის სახელობის ტაძარი რუსეთში - Sputnik საქართველო
ეს უცნაური რუსეთი, ეს უცნაური რუსები
ახალი და საინტერესო ამბები რუსეთის, რუსული შოუბიზნესის, უცნაური მოვლენებისა და სახალისო შემთხვევების შესახებ, წაიკითხეთ „Sputnik საქართველოს“ ვებგვერდზე.

კავკასიელების დღეგრძელობის საიდუმლო მწვადშია: რა აჩვენა სამეცნიერო კვლევამ

© Sputnik / Alexander Imedashviliმწვადის შეწვა ქართულად
მწვადის შეწვა ქართულად - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბოლო პერიოდში ჩატარებული მეცნიერული კვლევებით დადგინდა ის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი, რომელიც კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს კავკასიელების სიცოცხლის ხანგრძლივობაზე.

თბილისი, 30 ივლისი — Sputnik. კავკასიელების დღეგრძელობის საიდუმლო განსაკუთრებულ მწვადშია, რომელსაც ადგილობრივები სპეციალური რეცეპტით ამზადებენ, განაცხადა ექიმმა დიეტოლოგმა ანდრეი ბობროვსკიმ რადიო Sputnik-თან საუბრისას.

ქართული კერძები - Sputnik საქართველო
„სუსტი გულის მქონენი არ გაეკაროთ" – CNN ქართულ სამზარეულოზე

ექიმის თქმით, მწვადი კავკასიელების საკულტო კერძია, რომელსაც შამფურზე აგებენ და შეშაზე წვავენ. ასე მომზადებული მწვადი კი გაუჯერებელი ცხიმების სწორ შემადგენლობას შეიცავს.

„სახელგანთქმული კავკასიური დღეგრძელობის საიდუმლო ხორცშია. აშკარაა, რომ იქ ჰაერიც უფრო სუფთაა, წყალიც სხვანაირია და ხილ-ბოსტნეულიც. თუმცა ამასწინანდელმა კვლევებმა აჩვენა, რომ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი, რომელიც კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს სიცოცხლის ხანგრძლივობაზე, ეს ცხიმის შემადგენლობაა“, — განმარტა ექსპერტმა.

ბობროვსკიმ ასევე აღნიშნა, რომ კავკასიური მწვადი მკვეთრად განსხვავდება იმისგან, რასაც რუსეთში არიან მიჩვეული. მისი თქმით, გარდა ხორცის სახეობისა, ასევე მნიშვნელოვანია თავად მომზადების მეთოდი, რა დროსაც მთელი ცხიმი მწვადში კი არ გროვდება, არამედ გარეთ იწურება და, შესაბამისად, ერთგვარად დიეტურიც კი არის.

 

ყველა ახალი ამბავი
0